სულამანიძემ პორტუგალიაში ქართული ჰიმნი ააჟღერა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ძიუდოისტთა შორის, პორტუგალიის გრან-პრიზე, საქართველოს ნაკრები თითქოს შესუსტებული შემადგენლობით იყო წასული, მაგრამ არაერთ წონაში ისეთი ბიჭები გვყავდა, რომლებსაც პირველ ნომრობაზე აქვთ პრეტენზია. ქართველი გულშემატკივარი განსაკუთრებით ილია სულამანიძის ჭიდაობას ელოდა. -100 კილოგრამში ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი გვყავს, მაგრამ ვაღიაროთ, რომ ლეგენდარული ფალავანი პატარა აღარ არის და უდიდესი ალბათობით, მომავალ ოლიმპიადაზე წასვლის პრეტენზია არ ექნება. შესაბამისად, მის შემცვლელად სწორედ სულამანიძეს მოვიაზრებთ.

ილიამ მთელი ტურნირი დამაჯერებლად განვლო, მაგრამ ის, რაც ნახევარფინალსა და ფინალში გააკეთა, ნამდვილად დასაფასებელია. ფინალისკენ სავალგზაზე მას ჩეხი ძიუდოისტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლუკაშ კრპალეკი ელოდა. ჭიდაობის სტარტზე აშკარად გამოჩნდა, რომ სულამანიძე კრპალეკს ერიდებოდა, გაფრთხილებებიც მიიღო, შემდეგ კი გათამამდა და ვაზარი აართვა. კრპალეკმა უკანმოუხედავად შეუტია, თუმცა ილიამ თავი კარგად დაიცვა და ფინალში იაპონელთა იმედს, დოტა არაის დაუპირისპირდა. სავარაუდოდ, არაი ილიასგან ასეთ ტემპსა და ტექნიკას არ ელოდა - ქართველმა ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენელი, ტატამზე ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ათრია, ორი ვაზარი აართვა და შეხვედრა ვადაზე ადრე დაასრულა.

პორტუგალიაში, ფინალური შეხვედრ დათმო +100 კილოგრამში მოასპარეზე საბა ინანეიშვილმა. არადა, მანაც ფინალამდე ძლიერი მეტოქეები დაამარცხა, მათ შორის ლეგენდარული ბრაზილიელი, რაფაელ სილვა, თუმცა გადამწყვეტ ბრძოლაში კორეელ მინჯონ კიმთან ვერას გახდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.