ტალახაძის მიღწევა, რომელსაც ვერასდროს ვერავინ მოხსნის

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

90-იანი წლების გარიჟრაჟზე, რაჭასა და იმერეთშ მიწისძვრა მოხდა. მაშინ არაერთიშენობა დაინგრა, ადამიანებმა სახლები დაკარგეს, ქუჩაში დარჩნენ, ბოლოს დაბოლოს, ერთი სოფელი აღიგავა პირისაგან მიწისა, მთაში ჩავარდა და მთელისოფელი (ორი ადამიანის გარდა) დაიღუპა. სწორედ იმ დროს, რაჭაში, ჯრუჭისმონასტერი დაზიანდა. მეათე საუკუნის ნაგებობიდან უზარმაზარი ლოდებიგადმოცვივდა და მათი უმრავლესობა ხევში ჩავარდა. წლების წინ დაიწყო ტაძრისაღდგენა, მაგრამ... ერთ-ერთი ლოდი, წმინდა გიორგის ბარელიეფით, ისეთ ადგილზეიყო ხევში ჩავარდნილი, ტექნიკა ვერ მიუდგა და ვერც ორი ადამიანი იკიდებდა ფეხს. ამიტომ, მისი ამოტანა ვერ ხერხდებოდა.

ალბათ იფიქრებთ, სპორტთან ეს რა კავშირშიაო და... წმინდა გიორგისბარელიეფიანი ლოდი ხევიდან ლაშა ტალახაძემ ამოიტანა, მთაზეც მარტომ აიტანადა კუთვნილ ადგილას დააბრძანა. სხვისი რა გითხრათ, და ჩვენი აზრით, ესლაშასთვის დღემდე მოგებული ყველაზე დიდი ჯილდოა.