მსოფლიომ უნდა გაიგოს - რაგბი ჩვენი თამაშია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა სასწაული მოახდინა და უელსშიუელსს მოუგო. ეს იცით დაახლოებით რას ნიშნავს? საფეხბურთო დონეზე, ჩვენმანაკრებმამარაკანაზებრაზილია რომ დაამარცხოს. მატჩს, რომელსაცსაქართველოს პრეზიდენტიც ესწრებოდა, ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან გამარჯვების შემთხვევაშ, საქართველოს ექვს ერში დამატებაზე საუბრებიუფრო გააქტიურდებოდა. რეალურად, საქართველოს მოგება ჩვენს გარდა არავისაწყობდა, რადგან ზედმეტი თავის ტკივილი და რაიმეს შეცვლა სწორედსაქართველოს გამო, ევროპული რაგბის მამებისთვის ნაკლებად საინტერესოა.

ბიჭებმა არ იბრძოლეს, იომეს, მოედანზე ყველაფერი დატოვეს და ნანატრიგამარჯვება მოიპოვეს.

უელსი შოკშია, შოკშია ევროპის რაგბის კავშირიც. საქართველომ დაამტკიცა, რომექვსი ერის გუნდებთან არათუ ტოლ-სწორად თამაში, არამედ მათი დამარცხებაცშეუძლია. ახლა, მომავალი წლის შემოდგომაზე, მსოფლიოს ჩემპიონატზე, ქართველები იმავე უელსთან თამამად გავლენ და იგივეს გაკეთებას შეეცდებიან. საქართველო ექვსი ერის კარზე აღარ აკაკუნებს, ის მას ფეხით აღებს“,-დაწერამეორე დღეს უელსურმა მედიამ.