8 სექტემბერს, წვიმიან „დინამო არენას“ მხოლოდ „აბა, ულა“ აკლდა...

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხდა... დამარრცხდა ძლიერ მეტოქესთან, მაგრამ მოდით, პირდაპირ ვთქვათ - გაგვიმართლა, რომ ანგარიში ორნიშნა არ იყო და მადლობა, ესპანელ ფეხბურელებს, რომლებმაც მეორე ტაიმში თავი არ გაიგიჟეს, ძალები შეინახეს მომავალი მატჩისთვის! ჩვენ კი... ჩვენ ნორვეგია გველის, თავის ერლინგ ჰაალამდით, ვინც საუცხოო ფორმაშია და გოლების მანქანა, ასეთი დაცვის პირობებში, აუცილებლად იმუშავებს.

რა შეიძლება ითქვას ისეთი, რამაც შეიძლება, ოდნავ მაინც გაგვამართლოს? არც არაფერი, რადგან უსუსურზე უსუსური დაცვის, ნახევარდაცვის პრაქტიკულად არყოლის გამო, განწირულები ვიყავით. ბურთი კარისკენ ესპანეთმა 32-ჯერ დაარტყა, ანუ ყოველ 3 წუთში გვირტყამდნენ და პარადოქსია ისიც, რომ 7 გოლის გაშვების მიუხედავად, ჩვენს ნაკრებში საუკეთესო, მეკარე გიორგი მამარდაშვილი იყო.

ნამდვილად ვერ გეტყვით, რას მოიფიქრებს ვილი სანიოლი (წესით, უნდა გადამდგარიყო), მაგრამ მთელი საქართველო რომ გაიძახის, უგუნდოდ მყოფი გიორგი აბურჯანიას, ასაკში მყოფი გურამ კაშიასა და საბა კვირკველიას ადგილი ნაკრებში აღარ არის და ნუ დაუძახებო, ის კი ჯიუტად მაინც მათ ენდობა, ცოტა უცნაურია. უცნაურია ისიც, რომ ესპანელთა თავკაცმა ორი ცვლილება პირველივე ტაიმში განახორციელა, როცა მისი გუნდი 4:0-ს იგებდა, ლიდერები გაიყვანა, 16 წლის ორი ბავშვი შემოუშვა (ორივემ გაგვიტანა) და სანიოლი ჯიუტად დაელოდა პირველი ტაიმის დასრულებას, ცვლილებები მერე გააკეთა.

და ერთიც - არველაძეების, ქინქლაძის, ქეცბაიას თაობაზე ამბობენ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საუკეთესო იყო (იყო კიდეც) და ეს ბიჭები ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ ვერ მოხვდნენ, კვალიფიციური მწვრთნელის არყოლა იყო მთავარი მიზეზი. ახლა ამბობენ, რომ ეს თაობა იმათ დაეტოლება და ისე არ მოხდეს, მერეც კვალიფიციური მწვრთნელის არყოლაზე ვიწუწუნოთ. იმდენი მწვრთნელია უმუშევარი, რომლებიც ვილი სანიოლს ათი თავით სჯობიან, რომ სურვილის შემთხვევაში, ფედერაციას არჩევანის გაკეთება არ უნდა გაუჭირდეს.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე