ეს ყველამ უნდა იცოდეს

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შვედეთის ქალაქი მალმიო, როზენგარდის რაიონი. იქ ჩასახლებულ ბოსნიელ კაცსა და ხორვატ ქალს შვილი ეყოლათ, მაგრამ როგორც მერე მეზობლები ამბობდნენ, ბავშვი მათ არაფერში სჭირდებოდათ. ბიჭი ორი წლის იყო, როცა მშობლები დაშორდნენ, მამა გალოთდა და ქუჩაში ეძინა, დედა კი ფულს მეძავობით შოულობდა და სახლში ყოველ დღე სხვადასხვა მამაკაცთან ერთად ბრუნდებოდა. რამდენჯერმე მეზობლებმა მისი გასახლება მოითხოვეს, მაგრამ ეს ყველაფერი ვერ დაასაბუთეს.

ასეთ პირობებში იზრდებოდა ბიჭი, რომელიც ფიზიკური მონაცემების წყალობით, მალე მოექცა ადგილობრივი კრიმინალების თვალთახედვის არეში და არც თუ იშვიათად, წვრილმან ქურდობაზე ვარდებოდა კიდეც, თუმცა შვედური ჰუმანური კანონების მიხედვით, მას ციხეში არ უშვებდნენ, ფსიქოლოგებთან დაჰყავდათ, ეს იყო მიზეზი თუ სხვა რამ, 12-13 წლის ასაკშ, ბიჭმა კარატეზე სიარული დაიწყო და კარგი შედეგებიც ჰქონდა. ამის მიუხედავად, 14 წლის ასაკში ის კარატეს პარალელურად, ფეხბურთსა და ველოსპორტზე შევიდა, რათა მოზღვავებული ენერგია როგორმე დაეხარჯა. საბოლოო ჯამში, ის ფეხბურთს შემორჩა, თუმცა კი, კარატეშიც სერიოზული შედეგები ჰქონდა, მაგრამ როცა არჩევანის გაკეთება გახდა საჭირო, მან ფეხბურთი აირჩია. ბოსნიელი ლოთი მამაკაცისა და ხორვატი მეძავის შვილს მსოფლიო ზლატან იბრაჰიმოვიჩის სახელით იცნობს.