კვარაცხელიას ტრავმა, მოპარული მანქანა და დატოვებული სახლი

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სპორტში ტრავმებისგან დაზღვეული არავინაა და სამწუხაროდ, ტრავმის გამო, იტალიურ კარიერაში, პირველი შეხვედრის გამოტოვება მოუხდა ხვიჩა კვარაცხელიას. „ლივერპულთან“ შეხვედრაში მან წელის ტრავმა მიიღო და მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ბერგამოში, „ატალანტასთან“ სათამაშდ არ წაიყვანა. თუმცა, ეს არ იყო ის სიახლე, რომელმაც კვარაცხელიასთან მიმართებაში გასულ კვირას გაიღერა. ქართველ შემტევს მანქანა მოპარეს.

ისტორია მაშინ დაიწყო, როცა ხვიჩას შინ მშვიდად ეძნა, მანქანა კი სახლის ეზოში იდგა და ის ქურდებმა ჩმად გაიყვანეს. მართალია, ავტომობილი მალევე იპოვეს და მფლობელს დაუბრუნეს, მაგრამ ფაქტია, ნეაპოლში მთლად უსაფრთხო სიტუაცია არ არის, რადგან ხვიჩას შემდეგ, მანქანა მის თანაგუნდელს, სამხრეთ კორეელ მცველს მოპარეს. ჰოდა, ქართველმა ნახევარმცველმა სახლი დაცალა და საცხოვრებლად იმ სასტუმროში გადავიდა, სადაც თავიდან ცხოვრობდა. ცნობისათვის, კლუბს ა ქვს ვალდებულება, ფეხბურთელს სახლი დაუქირავოს, მაგრამ როცა ის სახლზე უარს ამბობს, სასტუმროს უფინანსებენ. სასტუმროში კვარა მარტო აშკარად  არ იქნება - იმავე სასტუმროში და იმავე სართულზე, სადაც კვარაცხელია იცხოვრებს, „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი მეორე წელია, ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

რაც შეეხება ტრავმას, დიდი ალბათობით, ხვიჩა მიმდინარე წელს კლუბის მიერ ჩასატარებელი ორი შეხვედრიდან, ერთში მაინც ითამაშებს. და ერთიც, არანაკლებ საინტერესო ფაქტი. „ატალანტასთან“ მოგბეული მატჩის შემდეგ, სპალეტის პრესკონფერენციაზე კითხვა კვარაცხელიას შესახებ დაუსვეს.

„მესმის ,რომ ჟურნალისტებისთვის სამყარო კვარაცხელიას გარშემო ბრუნავს, მაგრამ ხომ დაინახეთ, რომ მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ვერაფერს წყვეტს. დღეს არ გვყავდა კვარა, მაგრამ საუცხოოდ ითამაშა ელმასმა. მერწმუნეთ< მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე აქცენტის გაკეთება, გასახდელში არავის სიამოვნებს და შეეცადეთ, სხვა ფეხბურთელეის მდგომარეობაც გაითვალისწინოთ“,-უპასუხა მან.