ფეხბურთი წესების გარეშე

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინდონეზიის კუნძულ ჯავას აღმოსავლეთ ნაწილის კლუბმა „არემამ“ გასულ უქმეებზე, საკუთარ მოედანზე პრინციპულ მეტოქესთან, „პერსებაიასთან“ 3:2 წააგო. რა თქმა უნდა, ინდონეზიის ჩემპიონატის შეხვედრა ჩვენს ყურადღებას არანაირად არ მიიპყრობდა, რომ არა ერთი ფაქტი - მატჩის შემდგომ, გაბრაზებული გულშემატკივარი მოედანზე შეიჭრა და ფეხბურთელებს ფიზიკურად გაუსწორდა. უფრო სწორედ, მათ ამის გაკეთება დააპირეს და საქმეში სამართალდამცავები ჩაერთვნენ. პოლიციელთა გამოჩენამ მაყურებელი უფრო გააღიზიანა და მოედანზე ლამის მთელი ტრიბუნა ჩამოვიდა. საობლოო ჯამში, საფეხბურთო მატჩი გულშემატკივრებსა და პოლიციის სპეცდანიშნულების დანაყოფს შორის სისხლიან შეტაკებაში გადაიზარდა.

„ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. შეწყდება ყველა საფეხბურთო ღონისძიება, სანამ არ გავერკვევით, რა გვჭირს და საით მიუდივართ. ყოველი საფეხბურთო მატჩის დასრულებას მხოლოდ მე კი არა, მთელი ქვეყანა შიშით ელოდება. ან ფეხბურთს საერთოდ არ ვითამაშებთ, ან თამაშის ყურებას ვისწავლით“,-გაცოფებული იყო ინდონეზიის პრეზიდენტი და მართალიც გახლდათ - აღნიშნულ შეტაკებას ორივე მხრიდან 174 ადამიანი ემსხვერპლა.