რამდენი გამოიმუშავა ილია თოფურიამ ვოლკანოვსკის დამარცხებით

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეს, 18 თებერვალს გამთენიისას ანაჰაიმში Honda Center-ში UFC 298-ის შედგა, რომლის მთავარი ბრძოლა ილია თოფურიასა და ალექს ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლა იყო. 

ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა.

ესპანური La Vanguardia ცენტრალური ბრძოლის ჰონორარების შესახებ წერს. როგორც ცნობილია, არსებობს ფიქსირებული თანხა, რომელსაც ორივე მებრძოლი ოქტაგონზე გასვლისთვის იღებს. ასევე კონტრაქტში გათვალისწინებული თანხაც. და მესამე ნაწილი საღამოს საუკეთესო ბრძოლის წოდებისთვის არის გათვალისწინებული.

თუ მებრძოლი დებიუტანტია ან მისი ცნობადობა არც ისე დიდია, ის ერთ ბრძოლაში 15-დან 30 ათას დოლარამდე მიიღებს. რაც შეეხება გამოცდილი მებრძოლის ანაზღაურებას, ის ოქტაგონზე გასვლისთვის 80 ათასიდან 250 ათასამდე დოლარს მიიღებს.

რაც შეეხება უმაღლეს კატეგორიას, აქ მხოლოდ ერთეულები შედიან, რომლებსაც კოეფიციენტების მიხედვით გამარჯვების დიდი შანსი აქვთ, ასევე მათი ცნობადობა გულშემატკივართა სიმრავლეს განაპირობებს. მსგავსი ტიპის მებრძოლები 500 ათასიდან 3 მილიონამდე თანხას გამოიმუშავებენ.

ამრიგად, ილია თოფურია ვოლკანოვსკის დამარცხებით დაახლოებით 500 ათას დოლარს მიიღო.