მსახიობი, ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა - მოგონებები მსახიობის ცხოვრებაზე

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

„ქართული კინოს მშვენება,ჩემი მეგობრის დედა და ბავშვობიდან ჩემთვის უსაყვარლესი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა. გამოსვენება კვირას,წინამძღვრიშვილის 112“ - წერს ეკა ხერხეულიძე.

15 წლის იყო, პირველად რეჟისორმა სოსო ჩხაიძემ რომ გადაიღო ფილმში "მეთხუთმეტე გაზაფხული", მერე ლეილა გორდელაძემ ათამაში ფილმში "მოიტაცეს თამარ ქალი" და ბოლოს ლერი ხოტივარმა დაუძახა ეკას როლზე  "მხიარულ რომანში". შემდეგაც უამრავმა რეჟისორმა შესთავაზა გადაღება, მაგრამ ყველას უარს ეუბნებოდა. 

17 წლის გათხოვდა, რის მერეც კარჩაკეტილი ცხოვრება არჩია. მეტიც, ის ქმართან ერთად სოფელ დიღომში გადასახლდა და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. ალბათ, ძნელად თუ წარმოედგინა ვინმეს, რომ ეს ნატიფი აღნაგობის, ულამაზესი გოგონა, სოფლად ბაღ-ბოსტნისა და შინაური ცხოვლების მოვლას მიჰყოფდა ხელს. 

2003 წელს ჟურნალ "სარკისთვის" მიცემულ ინტერვიუში ხათუნა კოტრიკაძის დედა ნანული ნიშნიანიძე ყვებოდა:

"ძროხების მოვლა მისი კაპრიზი იყო. მანამდე ძროხა ახლოსაც არ ენახა. რუსი სამხედროები იყვნენ სოფელში და წავიდნენ. ბევრი ძროხა ჰყავდათ. ხათუნამ მოისურვა, მათგან ეყიდა ძროხები. ქმარმაც უარი არ უთხრა და უყიდა. რამდენიმე წელი ჰყავდა. ეს იცით, რა დროა? საშინელი არეულობა და პურის რიგები რომ იყო"

ხათუნა კოტრიკაძე ცნობილი ფეხბურთელის, ალიოშა კოტრიკაძის ქალიშვილი იყო. ხათუნა 17 წლის იყო, როდესაც თბილისის "დინამოს" მეკარეს, დავით გოგიას, ცოლად გაჰყვა.

ხათუნა თბილისში 1955 წელს დაიბადა. ბავშვობიდანვე ნიჭიერი იყო. 4 წლისამ ასოების ცნობა და ანგარიში ისწავლა. დედაჩემმა და ჩემმა ძმამ გაზარდეს. ორივე უგანათლებულესი ადამიანი იყო. ხუთებზე სწავლობდა. პრინციპული ადამიანია და, რაც სწამდა, იმას აკეთებდა. მსახიობობა ბავშვობიდანვე უნდოდა, მაგრამ, როდესაც ეს შესაძლებლობა მიეცა, აღარ ისურვა.

სამ ფილმში გადაიღეს და მისი კარიერა ამით შეწყდა. ეს იმანაც განაპირობა, რომ ქმარი ძალიან ეჭვიანი ჰყავს, კატეგორიულად აუკრძალა კინო. მამამისი 4 წლის წინ 69 წლის ასაკში ყელის სიმსივნით გარდაიცვალა. ხათუნას განსაკუთრებულად უყვარდა იგი და მამასაც გამორჩეულად უყვარდა. - ჰყვებოდა ნანული ნიშნიანიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.