ელიტური ქრონიკა - რომან აბრამოვიჩის ყოფილი ცოლი მესამე შვილს ელოდება

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რომან აბრამოვიჩის ყოფილი ცოლი, დარია ჟუკოვა და მისი მეუღლე, სტავროს ნიარხოსი თავიანთ პირველ საერთო შვილს ელოდებიან. დაშა ბერძენი მილიარდერის, ფილიპ ნიარხოსის ვაჟიშვილს, სტავროსს ცოლად 2020 წლის იანვარში გაჰყვა.

Daily Mail-ის ცნობით, დახურულ საქორწილო წვეულებაზე, რომელიც შვეიცარიაში გაიმართა, 300 ადამიანი იყო მიწვეული, მათ შორის, დევიდ ბექჰემი, პრინცესა ბეატრისი, ლივ ტაილერი, ორლანდო ბლუმი და სხვები.

39 წლის დაშა ჟუკოვასთვის ეს მესამე შვილი იქნება, მას რომან აბრამოვიჩთან უკვე ჰყავს ქალ-ვაჟი, სტავროს ნიარხოსი კი პირველად გახდება მამა. აღსანიშნავია, რომ ბერძენისთვის ეს ქორწინებაც პირველია.

სხვათა შორის, Forbes-ის პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში სტავროს ნიარხოსის მამას, 66 წლის ფილიპ ნიარხოსს 743-ე ადგილი უკავია 2,8 მილიარდი აშშ დოლარის ქონებით და ამ დროისთვის ყველაზე მდიდარი ბერძენია. მას, სხვა ყველაფერთან ერთად, მემკვიდრეობით ერგო საკუთარი მამის ხელოვნების ნიმუშების კოლექციის დიდი ნაწილი და ფლობს ვან გოგის ყველაზე დიდ კერძო კოლექციას, მათ შორის, გენიალური მხატვრის ცნობილ პორტრეტს მოჭრილი ყურით.

შეგახსენებთ, რომ დაშა ჟუკოვა არის მოსკოვში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის – „გარაჟის“ (2008 წელი) დამაარსებელი.

 

ნინო ბაჯელიძე, „ვერსიისთვის“ საბერძნეთიდან