დიდი სკანდალი: საბერძნეთის პოლიციამ ჯაშუშობისთვის თურქეთის საკონსულოს თანამშრომელი დააკავა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია კიდევ ერთი პირი. ორივე მათგანი საბერძნეთის მოქალაქეა.

ერთი ადამიანი როდოსზე თურქეთის საკონსულოში მუშაობდა, მეორე კი მზარეული იყო სამგზავრო გემზე, რომელიც როდოსი-კასტელორიზოს მარშრუტზე კურსირებდა“, - განუცხადა „როიტერსს“ საბერძნეთის პოლიციის თანამშრომელმა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ორივე დაკავებული საბერძნეთის მუსლიმური  უმცირესობის წარმომადგენელია და მათ რამდენიმე თვის განმავლობაში თვალყურს ადევნებდნენ.

დაკავებულებიდან ერთ-ერთს ბრალად ეგეოსის ზღვაში საბერძნეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილების ამსახველი ფოტოების თურქეთისთვის მიწოდება ედება.

„როიტერი“ წერს, რომ ეს ფაქტი, სავარაუდოდ, თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო დაძაბავს.

ნატოს წევრ ორ ქვეყანას – საბერძნეთს და თურქეთს შორის დიდი ხანია, დაძაბულობაა გაყოფილ კუნძულ კვიპროსს, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვაში სეისმური კვლევების საკითხთან დაკავშირებით.

ნინო ბაჯელიძე, „ვერსიისთვის“ საბერძნეთიდან