თბილისში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით მიმდინარე პროექტები, რომლითაც წელსვე შეგვეძლება სარგებლობა:
• ვაზისუბნის დასახლებაში და დიდი დიღმის IV მკ/რ-ში დასრულდა ღია ტიპის სკეიტ-მოედნების მოწყობის სამუშაოები, ასევე ვაზისუბანში სრულდება ფეხბურთის მოედნის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში გაიხსნება.
• დასრულდა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე სამი პადელის მოედნის სამშენებლო სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიის კეთილმოწყობა. პადელის მოედნები გაიხსნება მიმდინარე წლის თებერვალში.
• დასრულდა გლდანის საცურაო აუზის რეაბილიტაცია. მიმდინარე წლის თებერვლიდან ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას.
• დასრულების ეტაპზეა ლადო ასათიანის ქუჩის N50-ში მდებარე სპორტული დარბაზის სამშენებლო სამუშაოები. მიმდინარეობს ტრენაჟორებისა და ინვენტარის შესყიდვა. ცენტრი გაიხსნება მიმდინარე წლის გაზაფხულზე.
• სრულდება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სამგორის ფილიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ფილიალი სრული დატვირთვით ფუნქციონირებას დაიწყებს მიმდინარე წლის გაზაფხულზე.
• 2023 წელს დასრულდა დიდ დიღომში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოების I ეტაპი, ასევე ავეჯისა და ტრენაჟორების შესყიდვა. ამჟამად მიმდინარეობს II ეტაპის სამუშაოები, რომელიც გაზაფხულზე დასრულდება.
• დასრულების ეტაპზეა ვარკეთილის მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოების I ეტაპი, მარტში დაიწყება სამუშაოების II ეტაპი. მიმდინარეობს ავეჯის და ინვენტარის შესყიდვა. ცენტრი გაიხსნება მიმდინარე წლის ზაფხულში.
• სოფელ დიდ ლილოში მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები, მშენებლობა დასრულდება მიმდინარე წლის შემოდგომაზე.
• დასრულების ეტაპზეა ვერის კორტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.
• მომზადდა სამშენებლო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო პროექტი დიღმის მასივში, მე-3 კვარტალში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი კომპლექსის მშენებლობისთვის.
• იგეგმება მუხიანის რაგბის კომპლექსის მოედნის საფარის შეცვლა;
• მომზადდა სამშენებლო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო პროექტი დიღმის მასივში, მე-3 კვარტალში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი კომპლექსის მშენებლობისთვის.
• მიმდინარეობს თანხების მოძიება: თემქის კომპლექსის რეაბილიტაციისთვის; ფიგურული სრიალის სპორტული ცენტრის რეაბილიტაციისთვის; ედელვაისის მოედნის რეაბილიტაციისთვის; ისანში გადახურული სკეიტ-მოედნის სამშენებლო სამუშაოებისთვის.
სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც 2024 წელს თბილისში გაიხსნება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი