2023 წელს სამგორის რაიონში მნიშვნელოვანი პროექტები სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდა.
საგზაო ინფრასტრუქტურა 103 მისამართზე მოწესრიგდა და ჯამში 175 283,75 კვ. მ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო.
რაიონს 31 ახალი სკვერი შეემატა, რაც ნიშნავს, რომ ტერიტორიის 58 000 კვ,მ ფართობი ახალ რეკრეაციულ ზონად იქცა.
სკვერები მოეწყო უსახური ავტიფარეხების ნაცვლადაც, ჯამში 100 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა.
ახალი ინოვაციური სკვერი ვარკეთილის მესამე მასივში, 3500 კვ.მ-ზე განთავსდა, სკვერი 108-ე სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი მაკეტის მიხედვით მოეწყო. ის მოზარდებმა, გეომეტრიული ფიგურებისა და მათემატიკური გამოთვლების გამოყენებით შექმნეს. მოსწავლეები სკვერის განაშენიანების პროცესის ყველა ეტაპზე აქტიურად იყვნენ ჩართულები.
კეთილმოეწყო ვარკეთილი 3-ის ტერიტორია , მე-2 და მე-4 მ/რ- ში მიმდინარე წელს ახალი სკვერები მოეწყო, სადაც განთავსდა დასასვნებელი კუთხეები, სპორტული და საბავშო მოედნები, სავარჟიშო სირვცეები .
ასევე საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე, საქართელოს დროშა განთავსდა და მოეწყო მიმდებარე ტერიტორია.
სამგორის რაიონში მიმდინარე წელს 100000-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგო.
ასევე 10 მისამართზე სპორტული მოედანი, 13-ზე კი მიწისქვეშა კომუნიკაციები მოეწყო.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 231 პროექტი განხორიციელდა.
ასევე ჩატარდა სპორტული და კულტურული ღონისძიებები.