ხარვეზის აღმოფხვრამდე ზონალურ-საათობრივი სისტემის გამოუყენებლობისთვის არავინ დაჯარიმდება - მერია

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მუნიციპალური სერვისების განვითარების ელექტრონული სერვისები ხარვეზით ფუნქციონირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის განცხადებით, ზონალური პარკირების სისტემა ავტომატურად გაითიშება და ხარვეზის პერიოდში ბალანსიდან თანხა არ გაიხარჯება.

„გაცნობებთ, რომ მუნიციპალური სერვისების განვითარების ელექტრონული სერვისები ხარვეზით ფუნქციონირებს. ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს მუშაობა. აღნიშნულ პერიოდში ზონალურ-საათობრივი სისტემის გამოუყენებლობის გამო არავინ დაჯარიმდება, ზონალური პარკირების სისტემა ავტომატურად გაითიშება, ხარვეზის მიმდინარეობის პერიოდში ბალანსიდან თანხა არ გაიხარჯება. ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მოგეწოდებათ“, – აღნიშნულია განცხადებაში.