დიდუბის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად დასრულებულია - კალაძე

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თბილისის მერმა, კახი კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ დიდუბის რაიონში, შოთა შალიკაშვილის სახელობის (ე.წ. დიდუბის) ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.  მოძრაობა და გადაადგილება ხიდზე უკვე თავისუფლად არის შესაძლებელი.

"შალიკაშვილის სახელობის, ე.წ. დიდუბის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად დასრულებულია. ამ პროექტის ფარგლებში, შეიცვალა და მოეწყო სანიაღვრე ცხაურები, ხიდის მდგრადობისთვის მოეწყო ბეტონის გადახურვის ფილა, ჩატარდა საიზოლაციო სამუშაოები, დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ტროტუარი, აღდგა და განახლდა ხიდზე არსებული ლითონის მოაჯირები, რეაბილიტირდა თაღების დაზიანებული უბნები და პარაპეტები, გაიწმინდა და მოპირკეთდა ფილები, საჰაერო სადენები კი მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა. გარდა ამისა, მოეწყო გარე განათების ქსელი, დამონტაჟდა LED ლამპიონები და დეკორატიული მინათებები", - თქვა კალაძემ.

მისივე თქმით, წრეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2024 წლის იანვარში დასრულდება.