ახალგაზრდობის საგანმანათლებლო კვირეული ბაკურიანში

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
სამგორის რაიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის გამგეობა მორიგ საგანმანათლებლო კვირეულს მართავს.
16-დან 20 წლამდე ახალგაზრდებისთვის, ტრადიციისამებრ, ბაკურიანში ოთხდღიანი, სხვადასხვა თემატიკის ტრენინგები მიმდინარეობს.
40-მდე ახალგაზრდა ამჯერად პროექტის ეფექტიანად დაგეგმვისა და მართვის ხერხებს ეუფლება.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგზე მიღებული პრაქტიკული და თეორიული ცოდნის დახმარებით ახალგაზრდები ერთი კონკრეტული ინიციატივის ფარგლებში ჯგუფურად მოამზადებენ პროექტებს, რომლის განხორციელებაშიც დახმარებას სამგორის რაიონის გამგეობა გაუწევს.