სამგორის გამგეობის ინიციატივითა და ორგანიზებით, ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის, მორიგი საგანმანათლებლო კვირეული მიმდინარეობს

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამგორის რაიონის გამგეობის ინიციატივითა და ორგანიზებით, ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის, მორიგი საგანმანათლებლო კვირეული მიმდინარეობს. 

15-დან 20 წლამდე ახალგაზრდებისთვის, ტრადიციისამებრ ბაკურიანში ხუთდღიანი სხვადასხვა თემატიკის ტრენინგები მიმდინარეობს. 
ბანაკის თემატური მიმართულებებია: 
ინტერპერსონალური კომუნიკაცია და მისი მნიშვნელობა; 
ვერბალური კომუნიკაცია; 
არავერბალური კომუნიკაცია; 
კონფლიქტების მართვა;

40-მდე ახალგაზრდა ამჯერად ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტების მართვის ხელოვნებას ეუფლება. 
პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, არაფორმალური განათლების მიმართულებით აიმაღლონ ცოდნა, აღმოაჩინონ და განავითარონ სხვადასხვა თეორიული და პრაქტიკული უნარი აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში ჩასართველად