ლანჩხუთის ეკლესიაში ტრაპეზზე სტიქაროსანი დაჭრეს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სისხლიანი დაპირისპირება სტიქაროსნებს შორის - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანის ღვთისმშობლის ეკლესიაში ტრაპეზზე მამუკა წიკლაურს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.
შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანის ღვთისმშობლის ეკლესიაში საშობაო ტრაპეზზე მოხდა.
სისხლიანი დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა მონასტრის წინამძღვარს, მამა იოანე კვარაცხელიამ მძიმე მდგომარეობაში მყოფი წიკლაური საკუთარი ავტომობილით წაიყვანა, თუმცა საავადმოფომდე არ მიუყყვანია და რამდენიმე კილომეტრის მოშორებით დატოვა.
დაჭრილი საავადმყოფოში თვითდინებით შევიდა. მას ცივი იარაღით ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული.

"რო შემოვიდა იყო მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა. შეიყვანეს საოპერაციოაში. ოპერაციაზე აღმოჩნდა დაზიანებული ღვიძლის კიდე, საიდანაც მოდიოდა სისხლი. თვითდინებით არის შემოსული პაციენტი, თავისი ფეხით. შემავალი რაც იყო კანში, მუცლის ღრუში, კანის მთალინობა დარღვეული იყო და იქიდან ჩანდა, რომ იყო სისხლდენა",- ამბობს დავით დარახველიძე, "ავერსის კლინიკის" კლინიკური მენეჯერი.

დამნაშავე პოლიციას ჩაბარდა, მან დანაშაულიც აღიარა.