ბიზნესმენს ძმაკაცის რანჩოზე თავი ნაჯახით გაუჩეხეს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღური

 

ქართული კრიმინალი ბრაზილიური სერიალის სცენარით

 

ბათო ჯაფარიძე

 

ცხენოსნობა საქართველოში ოდითგანვე განვითარებული იყო და რაც მთავარია, კარგი ცხენი თუ ცხენოსანი ყოველთვის ფასობდა. ახლაც, ვისაც შესაძლებლობა აქვს, ცხენი ჰყავს და ჯირითზეც არ ამბობს უარს. აგერ, იპოდრომზეც,არაერთ ჩინიანსა თუ უჩნოს ჰყავდა ცხენი, ფულს იხდიდა მოვლაში და კვირაშ ერთხელ მაინცსაყვარელ ცხოველთან მიდიოდა. ვინც არ იცის, ვეტყვი, რომ ცხენთან ურთიერთობა უნდა გქონდეს- ესაუბრო, მოეფერო, აუხსნა... ის ადამიანივითაა, ჭკვიანი თვალებით გიყურებს და ისე ჩანს, თითქოს ყველაფერს გრძნობს და ხვდება.

 

ცხენები სოფლებშც ბევრი ჰყავთ, მცა,სამწუხაროდ, ჯიშანი და ისეთი, ძალიან დიდი თანხა რომ ღირს, პრაქტიკულად, არ გვხვდება. დიდ თანხაში, მაგალთად, ლივერპულის დოღის მომგები ცხენის შთამომავლობას ვგულისხმობ, რომელთა ფასი 2 მილიონიდან იწყება. სამაგიეროდ, არის რანჩოები, სადაც არაბული ჯიშს ცხენები ჰყავთ და მათი ფასი, არცთუ იშვიათად, 50 და 100 ათას დოლარსაც კი სცდება, თუმცა ისევ გავიმეორებ, რომ ეს ჯიშები ერთეულებს ჰყავთ და მათზე ჯირითიც ერთეულთა ხვედრია.

„სამსახურის ბოლო თვეებს ვითვლიდი, პენსიაზე უნდა გავსულიყავი, დამსახურებულ პენსიაზე, როცა ერთი საქმე შემომტენეს. სწორედ რომ შემომტენეს, რადგან მუდმივად ვერიდებოდი საქმეს, რომელიც არ იყო საინტერესო და მისი ფიგურანტები ფულით გაქსუებული პიჟონები იყვნენ. ასე იყო ამჯერადაც - ვიღაც ბიზნესმენი ძმაკაცის რანჩოზე თავგაჩეხილი ნახეს და სწორედ იმ ძმაკაცმა შეაწრიალა ყველა, არ მინდა, საქმე გამოუძიებელი დარჩეს, ყველაზე გამოცდილი ვინც გყავთ, ის გამოუშვით, ფული პრობლემა არააო. ისე იძახდა, ფულს გადავიხდიო, თითქოს ხელფასი მას უნდა გამოეწერა. მინისტრის მოადგილეს ვერ ვუთხარი უარი, თორემ საქმე დიდად არ მხიბლავდა“, - იხსენებს მორიგ ისტორიას, პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ადგილზე მისულ ოპერმუშაკებს ნამდვილი ბრაზილიური სერიალი დახვდათ. ბიზნესმენი, რომლის კუთვნილებაშიც იყო მამული, ორ მეგობარს მასპინძლობდა. გარდაცვლილს ცოლად მამულის მფლობელის ყოფილი ცოლი ჰყავდა, ხოლო მისი გოგო, მოკლულის ბიჭს უყვარდა და ცოლად მოყვანასაც აპირებდა. ადგილზე იყო მესამე ბიზნესმენიც, მეუღლესთან ერთად, რომელიც გარდაცვლილის ბიზნესპარტნიორი იყო და ზოგადად, სამეულმა ბიზნესი ერთად დაიწყო, შემდეგ მოხდა ისე, რომ რანჩოს მფლობელს ცოლი ძმაკაცთან გაექცა, მან თავისი წილი პარტნიორებს მიყიდა, მამული შეიძინა და ქალაქს გაერიდა. წლების შემდეგ, ისინი შერიგნენ, ბედს შეეგუვნენ და ერთად ხშირად იკრიბებოდნენ. ასე შეიკრიბნენ ამჯერადაც, ცხენებით იჯირითეს, შემდეგ კი, როცა სადილამდე ნახევარი საათი რჩებოდა, გარდაცვლილს უთქვამს, ტყის ბილიკს კიდევ ერთ წრეს დავარტყამო. წავიდა და ნახევარ საათში, ისევ ცხენზე მჯდომი, ოღნდ უკვე ნაჯახით თავგაჩეხილი მოაყენა ცხენმა სახლის კარს. ყველაზე საინტერესო ის გახლდათ, რომ არცერთმა იქ მყოფმა არ იცოდა, სად იყვნენ დანარჩენები ანუ გარდაცვლილის ცოლი ამბობდა, თავი ამტკივდა და ოთახში წამოვწექიო, მამულის მეპატრონე ამტკიცებდა, მე დანარჩენ ცხენებს ვუვლიდი საჯინიბოში, უნაგირები მოვხსენი, გავამშრალეო, მეორე ბიზნესმენი გაიძახოდა, მე ცოლთან ერთად გვერდით სოფელში წავედი, კარგ თაფლს ყიდიანო და მოწმედ თაფლის გამყიდველი მოჰყავდა, დაკითხეთ, დაადასტურებს, რომ იქ ვიყავიო. გარდაცვლილის ბიჭი და მისი შეყვარებულიანუ მამულის მეპატრონის გოგო კი ჯიუტად იმეორებდნენ, ჩვენ ტყის პირას ჩამოვსხედით და ერთმანეთს ათას სისულელეზე ვესაუბრებოდით, შეყვარებულები ვართო.

„გადავწყვიტე, ის კაცი დამეკითხა, ვინც დამხმარედ მუშაობდა და სასაუბროდ ცალკე ოთახში გავიყვანე. პირველი, რაც მაინტერესებდა, იცოდა თუ არა, რამდენი ნაჯახი ინახებოდა მამულში, თავი დააქნია, ოთხი ნაჯახი გვაქვსო და ოთხივეს მოტანა ვთხოვე. ჩემს წინ ოთხი ნაჯახი იდო და ექსპერტიზაზე გავაგზავნე. მეორე დღეს მთხრეს, რომ სისხლის კვალი მარტო ერთს ეტყობოდა და ისიც ქათმის სისხლი იყო, სახლის მეპატრონემ დაადასტურა, ორი ქათამი დავკალი, სტუმრებს ხომ უნდა გავმასპინძლებოდიო. რაც შეეხება იმას, თუ ვინ სად იყო, დამხმარემ არაფერი იცოდა, ცხენებისთვის ქერი მოიტანეს, იმას ვაარისხებდი დილიდან და საბძელიდან არ გამოვსულვარო. ის კი დაადასტურა, „ხაზეინი“ თავლაში რომ შეუძღვა ცხენებს, სანამ ეს უბედურება არ მოხდა, გარეთ არ გამოსულა, რომ გამოსულიყო, დავინახავდი, საბძელის კარი პირდაპირ თავლის კარს უყურებს და სხვა გასასვლელი არ არისო. არადა, მამული ისე იყო შემოღობილი, მასზე გადაძრომას და შემდეგ უკან გადმოძრომას, შეუმჩნევლად ვერავინ შეძლებდა, თეთრ ღობეზე კვალს აუცილებლად დატოვებდა, მაგრამ ასეთი კვალი ჩემმა ბიჭებმა ვერ ნახეს. გამოდიოდა, რომ მკვლელი შიგნით უნდა მეძებნა, მაგრამ ვინ და როგორ?“- იხსენებს ბატონი თენგიზი.

თაფლის გამყიდველმა დაადასტურა, რომ მისგან თაფლი სწორედ ბიზნესმენმა იყიდა და ცოლიც ახლდა. მეტიც, თაფლის ყიდვის შემდეგ, ორივემ იქვე, დაახლოებით, 10 წუთი ისეირნეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მკვლელობას ვერ ჩაიდენდნენ. სამაგიეროდ, ოპერმუშაკებმა ივარგეს და ის ადგილი ნახეს, სადაც მკვლელობა მოხდა. იქაურობა სისხლით იყო მორწყული და ხშირი ხის საფარის გამო, შორიდან არაფერი ჩანდა.

„გარდაცვლილს ნაჯახი მაშნ დაარტყეს, როცა ის იდგა და ამ დროს ცხენზე არ იმყოფებოდა. ჯერ ერთი, ცხენს სისხლის კვალი არ ეტყობოდა და მეორეც, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ცხენი საჯინიბოში იყო, მისთვის საუკეთესო შემთხვევაში, სამმეტრიან ადამიანს უნდა ჩაერტყა“, - ეს დასკვნა ექსპერტმა დადო. ისე გამოდიოდა, რომ გარდაცვლილს ტყეშვიღაც შეხვდა, იმ ვიღაცამ აიძულა დაბლა ჩამოსულიყო, შემდეგ აიძლა, მიტრიალებულიყო და ზურგიდან ნაჯახი ჩაერტყა.

იყო მეორე ვარიანტი, მკვლელს კარგად იცნობდა, ენდობოდა და ზურგიდანაც ამიტომ დაუდგა. მკვლელობის ადგილზე ფეხსაცმლის ანაბეჭდი ნახეს, რომელიც მამულის მეპატრონისას დაემთხვა, მაგრამ იმან მხრები აიჩეჩა, აქ ჩემი ფეხის ნაკვალევი ყველგან არის, ყოველ საღამოს, ზუსტად იგივე მარშრუტს ფეხით გავდივარო და ეს იქ მცხოვრებმა სხვა ადამიანებმაც დაადასტურეს. ფეხსაცმელს სისხლის კვალი არ ეტყობოდა, არც ტანსაცმელზე ჰქონდა სისხლის კვალი რანჩოს მფლობელს, ექსპერტი კი ჯიუტად ამტკიცებდა, ტანსაცმელზე სისხლის კვალი აუცილებლად დარჩებოდაო.

ყველა ერთხმად ამტკიცებდა, რომ ტანსაცმელი არავის გამოუცვლია.

„ეს ჩიხი იყო და ნერვები იმაზე მეშლებოდა, რომ მკვლელი იქ იდგა, ურცხვად მიყურებდა თვალებში და ცრუ ჩვენებას მაძლევდა. მე კი ვერ ვხვდებოდი, ვინ იყო მკვლელი, მცა როცა ფეხსაცმელს ვათვალიერებდი, დავინხე, რომ ძირზე იარლიყი ახალი ამძვრალი ჰქონდა, ხომ იცით, ფასებს რომ აკრავენ და მერე ქაღალდი რჩება. თვალშ მაღაზიის სახელი მომხვდა და ერთ საათში მაღაზიაში ვიყავი“,- იცინის ბატონი თენგიზი.

მაღაზიაში მისვლისას, გამომძიებელმა გაარკვია, რომ ფასის გამო, ორ წყვილს თითქმის არასდროს არავინ ყიდულობდა, თმცა ამჯერად, ერთ-ერთმა მომხმარებელმა ზუსტად ერთნაირი ფეხსაცმელები შეიძინა და სოლიდური თანხაც გადაიხადა. მაღაზიის გამყიდველებმა რანჩოს მეპატრონე სურათში მარტივად ამოიცნეს. გამომძიებელი მაღაზიიდან ისევ რანჩოზე წავიდა და სახლის პატრონს ძალიან მშვიდად, მაგრამ მკაცრი ტონით უთხრა, მეორე წყვილი ფეხსაცმელი გამოიტანეო. მან მხრები აიჩეჩა, მხოლოდ ერთი წყვილი მაქვს, ალბათ, რამე შეეშალათო, მაგრამ ოპერმუშაკები უკვე ახლო-მახლო მაღაზიებშ დარბოდნენ და იმას კითხულობდნენ, ხომ არ იყიდა რანჩოს მეპატრონემ ბოლო დროს ნაჯახი და ასეთი მაღაზიაც რაიონში იპოვეს. სამართალდამცავები მიხვდნენ, რომ მკვლელს მიაგნეს, მაგრამ მისგან აღიარება სურდათ. ამიტომ, თავლა ლამის აგურ-აგურ დაშალეს და იმ სამალავს მიაგნეს, სადაც ფეხსაცმლისა და ნაჯახის გარდა, ზუსტად იგივე სამოსი ინახებოდა, როგორიცეცვა. სამოსიც და ფეხსაციც სისხლიანი იყო...

თქვენ რა გგონიათ, ცოლის წართმევა იოლად გადავიტანე? მაგრამ ბედს შევეგუე და ველოდი მომნტს, როცა ამ ნაბიჯს ორივეს ვანანებდი. მომენტი კი არა და არ დგებოდა. მეტიც, როცა ჩემმა გოგომ მის ბიჭთან გააბა რომანი, ლამის გადავირიე და ვუთხარი კიდეც, შენც დაუშალე შენს შვილს-მეთქი და გესლიანად მთხრა, ჩვენ შენს სახლში ქალების დათრევას მიჩვეულები ვართო. განაჩენი საკთარ თავს მაშინ გამოუტანა. თავლას ფანჯარა ეხსნება, მოვხენი, გადავძვერი, ტყეში შევხვდი, ვუთხარი, უნაგირი კარგად არ მომიჭერია, შეიძლება,ჩამოვარდე-მეთქი. დამიჯერა, ჩამოვიდა და როცა მიტრიალდა, ნაჯახი ჩავარტყი. შემდეგ ისევ ცხენზე შევსვი. ჩადენილს... არა, არ ვნანობ, რამდენიმე წლის წინ დაგროვილი ბოღმა, ახლა ამოვუშვი, აღარ მახრჩობს, სუნთქვაში ხელს არ მიშლის“, - განაცხადა დაკავებულმა, რომელსაც სასამართლომ... 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.