საქართველოში 5 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული და მეტის გაკეთებისა და სამომავლო რეფორმების მხარდაჭერის დიდი სურვილი გვაქვს - ოდილ რენო ბასო

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი ოდილ რენო ბასო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ ეხმაურება.ნ როგორც ოდილ რენო ბასო აღნიშნავს, EBRD-ს საქართველოში 5 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია აქვს განხორციელებული და მეტის გაკეთებისა და სამომავლო რეფორმების მხარდაჭერის დიდი სურვილი აქვს.

 „საქართველოში დღეის მდგომარეობით 5 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული, რომლის 80 პროცენტი კერძო სექტორშია კონცენტრირებული. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს მეტის გაკეთებისა და სამომავლო რეფორმების მხარდაჭერის დიდი სურვილი აქვს.

ამდენად, სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა აქ, გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში“,- წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოდილ რენო ბასო.