დასავლეთს „შემდეგ უკრაინად“ მოლდოვა ჰყავს „შეთვალიერებული“ - ლავროვი

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთს „შემდეგ უკრაინად“ მოლდოვა ჰყავს „შეთვალიერებული“.

კრემლის პროპაგანდისტ ჟურნალისტთან, ტელეკომპანია „როსია 24-ის" და სააგენტო „რია ნოვოსტის“ ხელმძღვანელ დმიტრი კისილიოვთან ინტერვიუში ლავროვმა თქვა, რომ დასავლეთმა „სპეციფიკური“ და „არცთუ დემოკრატიული“ მეთოდებით მოლდოვას სათავეში ჩაუყენა პრეზიდენტი (რედ. მაია სანდუ), რომელიც მიიწევს ნატოსკენ, რუმინეთის მოქალაქეობაც აქვს, მზად არის რუმინეთს შეუერთდეს და „საერთოდ, პრაქტიკულად, ყველაფრისთვის მზად არის“.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის საბაბად გამოიყენა კიევის განზრახვა, გახდეს ნატოს წევრი.