ცნობილი ფოტო მოიპარეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კანადაში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტო მოიპარეს. ოტავას სასტუმრო Chateau Laurier-დან გაქრა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის „საკულტო“ ფოტო - უცნობმა ორიგინალი მისი ასლით ჩაანაცვლა, მაგრამ რვა თვის განმავლობაში, ეს არავის შეუმჩნევია. სასტუმროს ადმინისტრაცია იუწყება, რომ ფოტოსურათი, რომელიც დაახლოებით 100 ათასი დოლარი ღირს, გასული წლის დეკემბერში, სამკითხველო დარბაზში ჰქონდათ გამოფენილი. ვარაუდობენ, რომ ქურდი მათი ერთ-ერთი თანამშრომელია, რომელსაც უსაფრთხოების ღონისძიებებზე ჰქონდა ინფორმაცია. ეს ცნობილი ფოტო 1941 წელს არის გადაღებული, ჩერჩილის კანადის პარლამენტისადმი მიმართვის შემდეგ. ავტორია იუსუფ კარში, რომელსაც ფოტოსტუდია ჰქონდა Chateau Laurier-ში. 2016 წელს გამოშვებულ 5-გირვანქიან სტერლინგზე, ჩერჩილის სწორედ ეს ფოტოა გამოსახული.