ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი საუდის არაბეთის სამეფოში დასრულდა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი საუდის არაბეთის სამეფოში დასრულდა.

რიადის მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან მთავრობის მეთაური რიადის გუბერნატორის მოადგილემ პრინცმა მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ საუდმა და საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმვის მინისტრმა ფაიზალ ალ იბრაჰიმმა გააცილეს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაურმა შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრესთან, პრემიერ-მინისტრთან, მის სამეფო უდიდებულესობა პრინც მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდთან.