რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ალი ასადოვმა შეხვედრაზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ალი ასადოვთან შეხვედრაზე რეგიონალური სტაბილურობის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხები განვიხილეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების პერსპექტივები.

„საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-9 სხდომის ფორმატში ნაყოფიერი შეხვედრა შედგა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ალი ასადოვთან.

განვიხილეთ რეგიონალური სტაბილურობის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხები, ისევე, როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების პერსპექტივები”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.