სასჯელაღსრულების #6 დაწესებულების პატიმრები დავით და გურამ კაკულიები „ჰოტნიუსის“ საშუალებით მედიისთვის საგანგებო განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, განვაცხადოთ შემდეგი:
წელიწადზე მეტია, მედიასაშუალებებით მიმდინარეობს მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია ჩვენს წინააღმდეგ, რაზედაც ხაზგასმით ვაცხადებთ:
არანაირი კავშირი არ გვქონია ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან! არავინ მოგვიკლავს, მით უფრო - არ შეგვიკვეთავს არავის მკვლელობა!
ეს აბსურდული ვერსიები და უსაფუძვლო ბრალდებები მხოლოდ და მხოლოდ მედიასაშუალებების ბინძური ფანტაზიის ნაყოფია. მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ცრუ ინფორმაციის გავრცელება.
მივმართავთ კვარაცხელიების ოჯახის ადვოკატს: ნუ აყვებით ყვითელ მედიას და ნუ იშვერთ ჩვენსკენ ხელს. არავისთან ნაცნობობა და მეგობრობა ვერ იქნება რაიმე დანაშაულთან ჩვენი დაკავშირების საფუძველი. ეს არის მხოლოდ აბსურდი და ცილისწამება.“სასჯელაღსრულების #6 დაწესებულების პატიმრები
დავით კაკულია
გურამ კაკულია
„არანაირი კავშირი არ გვქონია ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან! არავინ მოგვიკლავს, მით უფრო - არ შეგვიკვეთავს არავის მკვლელობა!“ - ძმები კაკულიების განცხადება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი