უმოძრაობა ტვინის სტრუქტურას ცვლის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქრონიკული დაავადებები ცხოვრების მჯდომარე წესის შედეგია. ნეირობიოლოგები ამტკიცებენ, რომ ფიზიკური აქტიურობის არარსებობამ, შესაძლოა, ნერვული უჯრედების ფორმები შეცვალოს. ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ სამი თვის განმავლობაში, ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი ფიზიკური დატვირთვის გარეშე, შეიძლება, ტვინის უჯრედების წანაზარდების ფორმის შეცვლის მიზეზი გახდეს. ასეთი ცვლილებები იწვევენ არასწორი სიგნალების გადაცემას. მღრღნელებზე ჩატარებული ექსპერიმენტისას, ცხოველების ერთ ჯგუფს შეეძლო გადაადგილება, მეორე კი უმოძრაოდ რჩებოდა. სამი თვის შემდეგ, სწავლულებმა თაგვების თავის ტვინის სტრუქტურა გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ ცხოველების უჯრედებს წანაზარდები გაუჩნდა, რის გამოც, ნერვული უჯრედები ადვილად აღგზნებადი გახდა. საბოლოოდ, ნერვული უჯრედები ტვინს არასწორ სიგნალებს უგზავნიან, ინფორმაციის დამუშავების პროცესი კი ირღვევა. ასევე, ნეირონები უგზავნიან სიგნალებს ნერვულ სისტემასა და გულს, რაც არტერიული წნევის ზრდის მიზეზი ხდება.