უჩვეულო სპეცტარიფი მათთვის, ვინც სასტუმროს ელექტრონულ მოწყობილობებს ჩააბარებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნიუ-იორკის ერთ-ერთმა სასტუმრომ უჩვეულო სპეცტარიფი აამოქმედა, სახელწოდებით - Digital Detox. თუ სასტუმროში გაჩერების მსურველი ამ ტარიფს აარჩევს, თავისი ყველა ელექტრონული მოწყობილობა შესანახად უნდა ჩააბაროს და ყოველ ღამეზე, 10%-იან ფასდაკლებას მიიღებს. წესები ეხება ყველა მოწყობილობას: სმარტფონებს, ნოუთბუქებს, პლანშეტებს.

ამის ნაცვლად, ყოელდღიურად, სასტუმროს სტუმრებს ბეჭდურ პრესას აწვდიან. გარდა ამისა, მათთვის მედიტაციის უფასო სეანსებიცაა გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ მსგავს აქციებს სულ უფრო მეტი დაწესებულება მიმართავს და სმარტფონებსა და ნოუთბუქებზე უარის თქმის სანაცვლოდ, კლიენტებს სხვადასხვა ბონუსებს სთავაზობენ.