შიდსისგან მესამე პაციენტი განიკურნა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გერმანელმა მედიკოსებმა, ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შედეგად, აივ-ინფექციისგან განკურნების კიდევ ერთი შემთხვევა დააფიქსირეს. მედიის ცნობით, ეს 53 წლის მამაკაცია, რომელსაც „დიუსელდორფელ პაციენტს“ უწოდებენ. 2013 წელს, სისხლის კიბოს გამო, მას ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია დასჭირდა, დონორის ბიომასალა კი ანტი-აივ მუტაციას შეიცავდა, რომელიც ჩვენს პლანეტაზე მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს აქვს. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, პაციენტი აგრძელებდა ანტივირუსული პრეპარატების მიღებას, 2018 წელს კი ექიმებმა განაცხადეს, რომ მისი ორგანიზმიდან აივ-ინფექციის კვალი საერთოდ გაქრა. მედიკოსები პაციენტს კიდევ ოთხი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ და ახლა მათ დაადასტურეს, რომ ხანგრძლივ რემისიასთან კი არა, აივ-ინფექციისგან სრულ განკურნებასთან გვაქვს საქმე. „დიუსელდორფელი პაციენტი“ მსოფლიოში მესამე ადამიანია, რომელსაც ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შედეგ, შიდსისგან სრულად განკურნებულად თვლიან. პირველი ასეთი ადამიანი, ტიმოთი რეი ბრაუნი, იგივე „ბერლინელი პაციენტია“, ხოლო 2020 წელს, ლონდონელი მამაკაცის განკურნებაც დადასტურდა. გადანერგვის შემდეგ, შიდსის სიმპტომები კიდევ ორ ამერიკელს გაუქრა, თუმცა აქ მხოლოდ რემისიაზე საუბრობენ, რადგან გადანერგვიდან ჯერ საკმარისი დრო არ გასულა.