"დღეს ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას..., ეს დამატებით იმპულსს შესძენს ქართულ-უნგრულ ურთიერთობებს" - ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბატონო პრემიერ-მინისტრო, პირველ რიგში მინდა, გამოვხატო ჩემი მადლიერება მოწვევისთვის, თქვენი ძალიან გულთბილი მასპინძლობისთვის. ეს არის ჩემი მეორე ოფიციალური ვიზიტი თქვენს ლამაზ ქვეყანასა და დედაქალაქში. ბატონ პრემიერთან ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი საუბარი, ჩვენ გუშინ საღამოს ბატონი პრემიერის ინიციატივით გავმართეთ სამუშაო ვახშამი, სადაც განვიხილეთ თითქმის ყველა საკითხი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს და რომელიც ჩვენ გვაინტერესებს და გვაწუხებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს მხარეებმა განიხილეს თითოეული სექტორი, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობა.

„დღეს ასევე გვქონდა შინაარსიანი განხილვა თითოეული სექტორის მიმართულებით, შევეხეთ ეკონომიკის საკითხებს, სავაჭრო ურთიერობებს, ჩვენს სამომავალო თანამშრომლობას ენერგეტიკულ საკითხებში, რომელზეც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა თავად აღნიშნა. საქართველო, რა თქმა უნდა, არის და იქნება ამ პროექტების მხარდამჭერი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე. ჩვენ დღეს ასევე ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას, მჯერა რომ ჩვენს შორის ისედაც არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და ძალიან კარგი მეგობრობა უფრო გაძლიერდება, ეს დამატებით იმპულსს შესძენს ქართულ-უნგრულ ურთიერთობებს,“- აღნიშნა პრემიერმა.