მკვლელობა რძიანი ჩაის გამო

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნისლიან ალბიონზე განაჩენი გამოუტანეს ქალაქ ქოვენთრის მცხოვრებს, რომელმაც ჩაის გამო ატეხილი ჩხუბის შედეგად, საკუთარი დედა მოკლა. 47 წლის თომას ვესტვუდი 68 წლის დედას წაეჩხუბა - ქალს მოეჩვენა, რომ შვილმა ჩაიში ძალიან ცოტა რძე დაუმატა. ცხარე კამათის დროს, შვილმა დანა აიღო და ქალს 17-ჯერ დაარტყა. პოლიციელებთან მამაკაცმა თავი იმართლა, დედაჩემი მემუქრებოდა დანით და თავს ვიცავდიო, თუმცა მოგვიანებით, ეს ჩვენება უარყო და დანაშაული აღიარა. აღმოჩნდა, რომ ვესტვუდს პარანოიდული შიზოფრენია სჭირს. სასამართლომ მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა და განუსაზღვრელი ვადით იძულებითი მკურნალობა მიუსაჯა.