მარცვლეულის პროდუქტები დიაბეტისგან გვიცავს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სპეციალისტები აშშ-ს დიეტოლოგთა ასოციაციიდან ირწმუნებიან, რომ ახალი მარცვლეულისგან დამზადებული პროდუქტები ბევრი სენისგან გვიცავს, მათ შორის, დიაბეტისა და ონკოლოგიური დაავადებებისგანაც. სწავლულებმა განაცხადეს, რომ მარცვლეულს პროფილაქტიკური თვისებები მასში არსებული დიდი რაოდენობით სასარგებლო ინგრედენტების გამო აქვს. მარცვლეულის პროდუქტებში, მაგალითად, პურსა და ბრინჯში დიდი რაოდენობით მცენარეული უჯრედისი, ფოლატი, ნიაცინი, „ბე“-ჯგუფის ვიტამინები და მაგნიუმია. ასეთი საკვების რეგულარულად მოხმარება, დიეტოლოგების განცხადებით, აღკვეთს გულსისხლძარღვთა დაავადების, შაქრიანი დიაბეტისა და ზოგიერთი სახეობის სიმსივნის განვითარებას. ექსპერტების გათვლებით, იმისთვის, რომ საკმარისი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებები მივიღოთ მარცვლეულისგან, ადამიანს დღეში 48 გრამი სჭირდება. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოგვცემს პროდუქტი საჭირო პროფილაქტიკურ ეფექტს, ხოლო მწვავე და ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს დააქვეითებს.