კოლგოტები ზარმაცებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხდება ხოლმე, რომ სუსტი სქესის წარმამდგენლებს დრო არ აქვთ ფეხის ფრჩხილებზე ლაქის წასამელად, ან ეზარებათ ამის გაკეთება. ამ პრობლემის მოგვარება იაპონელებმა გადაწყვიტეს - მათ კოლგოტები გამოუშვეს წინასწარ წასმული მანიკურით. დიზაინერებმა საკუთარი ქმნილებებისთვის უამრავი ფერი და ნახატი გამოიყენეს ცრუ-ლაქისგან, რომელიც ქალებს ნებისმიერი შემთხვევისთვის შეუძლიათ შეარჩიონ. მეტიც, სავსებით შესაძლებელია, რამდენჯერმე გამოიცვალონ კოლგოტი და ფრჩხილების ლაქი ჩაცმულობას, ანდა სულაც, განწყობას შეუხამონ. ასე რომ, მშვენიერო ქალბატონებო, როცა შემდგომში, ფეხის ფრჩხილების შეღებვას გადაწყვეტთ, დაფიქრდით, ხომ არ გირჩევნიათ, უკვე მზა დიზაინის მქონე კოლგოტით ჩაანაცვლოთ? ამბობენ, ეს უფრო იაფი ჯდება, რადგან დიდხანს ძლებსო.