ავტობუსები გამოძინების მსურველებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჰონგ-კონგში მცხოვრებ ადამიანებს ღამით კარგად გამოძინებისთვის დრო არ ჰყოფნით. სწორედ ამიტომ, ქალაქში Ulu Travel-ის ავტობუსები მათთვის დადიან, რომელებსაც გზაში გამოძინება სურთ. ტურისტული მარშრუტის სიგრძე 76 კილომეტრია და ამ მანძილს ავტობუსი 5 საათში გადის. ტურის ორგანიზატორების თქმით, ბევრ მგზავრს უყვარს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩათვლემა.

„როცა ახალი ტურების იდეებს ვამუშავებდით, თვალში მოგვხვდა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი, სადაც მომხმარებელი აღნიშნავდა, რომ ღამის უძინარმა გზაში, ავტობუსში გამოიძინა“, - აცხადებენ იდეის ავტორები.

ორსართულიანი ავტობუსით მგზავრობის საფასური 13-დან 51 დოლარამდეა, ფასი იმაზეა დამოკიდებული, რომელი ადგილის ბილეთი გაქვთ. ამ უჩვეულო ტურში, ყველა მგზავრს აძლევენ ნიღბებს ძილისთვის. პირველად ახალი ტური შლეეპინგ Bუს თოურ ორი კვირის წინ დატესტეს. ზოგმა კლიენტმა თან პლედი, ჩუსტები და საგზაო ბალიშიც კი მიიტანა.