ტვინის გამაახალგაზრდავებელი პრეპარატი შექმნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა სწავლულებმა, კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, აღმოაჩინეს, რომ ექსპერიმენტულ პრეპარატ ISRIB -ის სულ რამდენიმე დოზა მღრღნელებში გონებრივი უნარებისა და ასაკობრივი მეხიერების გაუარესებას „უკან აბრუნებს“. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კვლევებისას, პრეპარატმა ქალა-ტვინის ტრავმიდან რამდენიმე თვეში, მეხსიერების ფუნქციის აღდგენა შეძლო, დაუნის სინდრომის დროს - კოგნიტური დარღვევების აღმოფხვრა, ხმაურის გამო კი - სმენის დაკარგვის აღკვეთა. ასევე, პრეპარატს აქვს უნარი, შეებრძოლოს პროსტატის კიბოს რამდენიმე სახეობას და გააუმჯობესოს კონიტური ფუნქციები ჯანმრთელ თაგვებში. კვლევების მონაცემები აჩვენებს, რომ დაბერებული ტვინი სამუდამოდ არ კარგავს ძირითად კოგნიტურ უნარებს, - აცხადებენ სწავლულები.