კალათბურთელებმა ისტორია უნდა დაწერონ

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ორი შეხვედრისთვის ემზადება. მოგეხსენებათ< ჩვენს გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატზე არასოდეს უთამაშია და ამის გაკეთების შანსი ილიას ზუროსის შეგირდებს სწორედ ახლა აქვთ. დარჩენილი ორი შეხვედრა 23 თებერვალს ნიდერლანდებში გაიმართება, 3 დღის შემდეგ კი, 26 თებერვალს თბილისში ვთამაშობთ. მთავარი სწორედ თბილისური მატჩია.

მსოფლიოს ჩემპიონაის საგზური ჩვენს ჯგუფში უკვე განაღდებული აქვთ ესპანეთსა და იტალიას, დარჩენილი ერთი საგზურისთვის კი საქართველო და ისლანდია იბრძვიან. თეორიული შანსი აქვს უკრაინასაც, მაგრამ იმდენად თეორიული, რომ სასაუბროდაც არ ღირს. რაც შეეხება ისლანდიას და საქართველოს. ორივე ნაკრებს ამ ეტაპზე 12-12 ქულა აქვს. 23-ში საქართველო ნიდერლანდებს სტუმრობს, ისლანდია კი უმოტივაციო ესპანეთს მასპინძლობს. რეალურად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მოიგებს საქართველო ნიდერლანდებთან, ან დამარცხდება თუ არა ისლანდია ესპანეთთან, მთავარი შეხვედრა 26 თებერვალს თბილისშია, ისლანდიასთან. სწორედ ამ მატჩში გამარჯვებული მოიპოვებს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს და ძალიან, ძალიან გვინდა, რომ ეს ჩვენი გუნდი იყოს.

ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და მათი ფასი 15, 20, 25, 30, 35, 45 და 60 ლარია.