კასილასის აღიარება თუ ჰაკერების შეტევა?

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, ლეგენდარულმა მეკარემ იკერ კასილასმა, სოციალურ ქსელშ, ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ გეია. მან საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, იმედია, არ გამაკრიტიკებთო. ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ სტატუსის ქვემოთ კომენტარი „ბარსელონას“ ლეგენდარულმა კაპიტანმა, ესპანეთის ნაკრებში კასილასის თანაგუნდელმა, კარლეს პუიოლმა დაწერა და აღნიშნა, დროა ჩვენი ისტორია მოვყვეთო.

არადა, იკერს ცოლად ესპანეთში ერთ-ერთი ულამაზესი ქალი, ჟურნალისტი სარა კარბონერო ჰყავდა, რომელთანაც ორი შვილიცც ჰყავს, მაგრამ წყვილი 2019 წელს დაშორდა. მას შემდეგ, იკერს არაერთ ლამაზმანთან რომანს მიაწერდნენ, თუმცა ოფიციალურად საზოგადოებაში ის ყოველთვის მარტო ჩნდებოდა. ახლა კი ეს აღიარება...

მომხდარიდან რამდენიმე საათში, კასილასმა განაცხადა, გვერდი გამიტეხეს, მე არ დამიწერიაო. აი, ამის მერე დაიწყო, რაც დაიწყო. ლგბტ თემის წარმომადგენლებმა, ვეტერანი მეკარე კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს, აქაოდა, რატომ გიტყდება თუ გეი ხარ, ან თუ გაგიტეხეს, გაგეტარებინა, მერე რა მოხდაო. მოკლედ, ახლა კასილასმა ან ის უნდა აღაროს, რომ განცხადება ნამდვილად თავად გაავრცელა და საზოგადოებამ დაიჯეროს, რომ გეია, ან ლგბტ თემის წარმომადგენელთა შემოტევას გაულოს და ბოლო ხმაზე იყვიროს - „არ ვარ მე ის კაცი...“