Menu
RSS

რომში ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილი სარგებლობდა ჟუმეირაჰ GRAND HOTEL VIA VENETO-ს მომსახურებით, სადაც 15-16 ივნისის სტუმრობისას პრეზიდენტმა გადაიხადა 7 000 დოლარი. აღნიშნული თანხიდან ოთახის ხარჯმა შეადგინა 900 დოლარი, დამატებით 3 500 დოლარი იქნა გადახდილი სასტუმროს პაკეტისთვის, ხოლო 1900 დოლარი დაემატა ოთახიდან გვიან გასვლისთვის.
ავსტრიაში ყოფილი პრეზიდენტის ერთდღიანი ვიზიტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხულია დაახლოებით 11200 დოლარი, საიდანაც სასტუმროს ხარჯებმა შეადგინა 6200 დოლარი. ერთ ღამეში სასტუმრო HOTEL შაცჰერ ჭიენ-ში გაჩერებაში ქვეყნის ყოფილმა პირველმა პირმა გადაიხადა დაახლოებით 4100 დოლარი, ხოლო დამატებით 2100 დოლარი შეადგინა ნომრიდან გვიან გასვლის ხარჯმა.
რაც შეეხება საბერძნეთში ვიზიტს, მისი მთლიანი ხარჯი იყო დაახლოებით 9500 დოლარი. საბერძნეთში ორი ღამით გასაჩერებლად ქვეყნის ყოფილმა პირველმა პირმა სასტუმრო Divani Apollon Palace & SPA აირჩია, რომლის მთლიანმა ღირებულებამაც 3200 დოლარამდე შეადგინა.
2013 წლის ზემოთ მოყვანილი 7 ვიზიტის დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ თუკი სასტუმროს ნომრის ხარჯი შეადგენდა დაახლოებით 61 000 დოლარს, გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და ნომრიდან გვიან გამოსვლის საფასური კიდევ დამატებით 39 000 დოლარი იყო. სხვა სიტყვებით, აღნიშნული ვიზიტების შემთხვევაში, სასტუმროს ნომრის ღირებულების 64% დამატებით იქნა გადახდილი“.
შევეშვათ წინა წლებს და მხოლოდ 2013 წლისა ვთქვათ. ამ წელს სააკაშვილს ჰქონდა 41 ვიზიტი, დახარჯა მილიონნახევარზე მეტი, მაგრამ არც მისი ქვემდებარე-შემასმენლები ისხდნენ გულხელდაკრეფილნი. 2013 წელს ლელა კილაძის მივლინებებში ჩვენ, გადასახადის გადამხდელებმა, დავხარჯეთ 1970 ლარი, მანანა მანჯგალაძის ვოიაჟებში _ 3800 ლარი, ალანა გაგლოევას „არვიცირაში“ _ 4132 ლარი, ნინო კალანდაძის სიამოვნებაში _ 9999 ლარი, ნათია ბანძელაძის გავლა-გამოვლაში _ 20192 ლარი, ანდრო ბარნოვის მიდი-მოდიში _ 28000 ლარი.
რა გასაკვირია, რომ სააკაშვილს მუდამ თან ახლდა პროტოკოლის სამსახურის უფროსი და უსაყვარლესი თანაშემწე ზურაბ დარჩიაშვილი, რომლის მოგზაურობებისთვისაც იმ ადამიანებმა, რომლებსაც პირიდან უკანასკნელ ლუკმას აცლიდნენ, ასახიჩრებდნენ და უნგრევდნენ ცხოვრებას, საერთო ჯამში, მხოლოდ 2013 წელს, თითქმის 174 ათასი ლარი გაიღეს.
და ყველაფერი ეს მხოლოდ 2013 წლის ათ თვეში. ადვილი წარმოსადგენი, მაგრამ რთულად გასააზრებელია, თუ რა იქნებოდა წინა წლებში.
თვე არ გავიდოდა, არ გავრცელებულიყო ოფიციალური ინფორმაცია: სააკაშვილი მონაწილეობს ფორუმში, სემინარში, კონფერენციაში, სამიტში... თუმცა, სინამდვილეში, გადადიოდა სასტუმროდან სასტუმროში, რესტორნიდან რესტორანში, `ბუტიკიდან~ `ბუტიკში~. რამდენჯერმე, ასევე ოფიციალურად ითქვა, რომ სააკაშვილი მონაწილეობას იღებდა პერუს, კოსტა-რიკის, ეკვადორის, არგენტინის და სხვა ეგზოტიკური ქვეყნების ახლადარჩეული პრეზიდენტების ინაუგურაციაში. იქვე ამაყად იყო მითითებული, რომ მსოფლიო სახელმწიფოების პირველი პირებიდან მხოლოდ გიული ალასანიას ბიჭი იყო დაპატიჟებული, რაც, რა თქმა უნდა, აღარავის სჯეროდა, რადგან ეს უკვე აღარ იყო არც 2003, არც 2004 და არც 2005.
და რაზეა საუბარი, რომ მას უკვე აღარც თავისი ხელის ბიჭები, მსხვილ-მსხვილი თუ წვრილი და საშუალო ნაციონალები ჩამოუვარდებოდნენ. ასეთი შემთხვევაც იყო, რომ ერთ-ერთი მინისტრი ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში კონფერენციაზე გაემგზავრა, მაგრამ თავი სხვა ქვეყნის საკურორტო ქალაქში ამოყო, სადაც საკუთარი კოლექციისთვის ძვირფასი ნივთი ჰქონდა შეკვეთილი.
გიგი უგულავამ რამდენჯერმე იმოგზაურა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლას-ვეგასში, როგორც თვითონ ამბობდა, ნაგვის გადამამუშავებელი ტექნიკის დასათვალიერებლად.
და კიდევ რამდენი, რაც ყველამ ვიცით, მაგრამ აღარ გვახსოვს და კიდევ რამდენი, რაც ჯერ არ ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ ბოლოს მაინც არაფერი იმალება.
აი, ასეთია ამბები, ფაქტები და მოვლენები, ციფრები და დასკვნები, მაგრამ გეუბნებათ რამეს სიტყვა „ფხუკეთი?“ ალბათ არაფერს. ცხრუკვეთი არის სოფელი ჭიათურაში, ხოლო ფხუკეთი ტაილანდის უძვირესი კურორტია.
სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახურის ხარჯების ამსახველი დოკუმენტების მიხედვით, სააკაშვილის ტაილანდის კურორტ ფხუკეთში დასვენებისთვის თანხა ბიუჯეტიდან დაიხარჯა. სააკაშვილმა და მისმა სტუმრებმა _ პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ და პრეზიდენტის მრჩეველმა რაფაელ გლუქსმანმა ორი ღამე გაატარეს ფხუკეთის სასტუმრო Aმანპური-ში, სადაც სამხრეთ კორეიდან ჩავიდნენ. სამხრეთ კორეაში კი ჩავიდნენ მიუნხენიდან.
სასტუმროს მომსახურების ხარჯებისთვის სააკაშვილის სახელზე რამდენიმე ინვოისი გამოიწერა ერთი და იგივე თარიღით (2012 წლის 22 მარტიდან 24 მარტამდე) და ჯამში, გადახდილია 60 542 ლარი.
უკვე ვიცით, რა არის ფხუკეთი. ახლა, რაფაელ გლუქსმანი გავიცნოთ.
ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებული ხათუნა ელბაქიძის მასალა სათაურით _ „ვის უხდიდა სააკაშვილი დაბადების დღეებს 200-მილიონიან იახტაზე?~ გლუქსმანს გვაცნობს. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, პირველი, ვისაც „სწრაფზე” დაბადების დღე გადაუხადა, სააკაშვილის მრჩეველი, რაფაელ გლუქსმანი იყო.
„შეგახსენებთ, გლუქსმანი სააკაშვილის კარზე 2008 წელს გამოჩნდა, ის საფრანგეთის ექსპრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მეგობრის, ცნობილი ფილოსოფოსის. ანდრე გლუქსმანის შვილია და სააკაშვილს სწორედ სარკოზის წყალობით დაუახლოვდა. რაფაელ გლუქსმანი პარალელურად უშიშროების საბჭოს კონსულტანტად მუშაობდა. საქართველოს ხელისუფლებაში მისი დასაქმების იდეა გიგა ბოკერიას ეკუთვნის. რაფაელ გლუქსმანი ბოლოს ჩვენი სიძეც გახდა, ცოლად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ეკა ზღულაძე შეირთო. სააკაშვილის, გლუქსმანისა და ზღულაძის გარდა, „სწრაფზე” იყვენენ გიგა ბოკერია, ბათუ ქუთელია, სოფო ნიჟარაძე, ალანა გაგლოევა, ვანო მერაბიშვილი და მისი მეუღლე თაკო სალაყაია, ამირან მესხელი, დავით კეზერაშვილი, თემურ ჯანაშია, ზურაბ ადეიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები... ეს ის დათა ახალაიაა, საქართველოს უსაფრთხოების მთავარ სამსახურს _ კუდ-ს რომ თავკაცობდა 7 წლის განმავლობაში და სააკაშვილმა ამას წინათ რომ განაცხადა, სულ სამჯერ მყავს ნანახიო. ერთ-ერთი მათი შეხვედრა, ეტყობა, „სწრაფზე~ შედგა და ისიც შემთხვევით _ ბაჩო ახალაიამ ძმა, ალბათ, „ჩანგალზე~ წაიყვანა.
რაფაელ გლუქსმანის დაბადების დღეზე სულ 30 კაცი იყო მიწვეული. ვინც ჩამოგითვალეთ, წყარომ მათ გარდა, სხვების დადგენა ვერ მოახერხა. ეს დაბადების დღე ორ დღეს გაგრძელდა. ერთ დღეს ხომ იახტაზე მოულხინეს, შემდეგ, სააკაშვილის ბრძანებით, იახტა საბერძნეთს ეახლა თავისი კომპანიით და ერთი დღეც კუნძულ როდოსზე გაატარეს. ამის შემდეგ ნაგრიალები კომპანია საქართველოში დაბრუნდა და საქვეყნო და სახალხო საქმეების „კეთება” განაგრძო. სხვათაშორის, ეს ის რაფაელ გლუქსმანია, რომელმაც ტელეკომპანია „იმედის” დირექტორს, გიორგი არველაძეს „მოდელირებული ქრონიკის” გაკეთება შესთავაზა. არველაძემაც დაუჯერა გლუქსმანს, გააკეთა ეგ „მოდელირებული ქრონიკა” და კი გეხსომებათ, ახალგორში, ცხინვალსა და გალში მდგარი რუსეთის ჯარები კინაღამ რომ დაიძრნენ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიებისკენ _ მზადყოფნა #1 ჰქონდათ გამოცხადებული და ბოლო მომენტში მიაწოდეს რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელობას ინფორმაცია, რომ რუსეთის ჯარის ნაწილები, ბრძანების გარეშე, თბილისისკენ არ მოიწევდნენ. აბა, ამისთანა კაცს იახტაზე უნდა გადაუხადო დაბადების დღე, სხვაგან როგორ ეკადრება?“
რაც შეეხება ნაციონალ-სააკაშვილის იახტის დასახელებას _ „სწრაფი“, ეს სახელი ჟიულ ვერნის ერთ-ერთ რომანში მეკობრეების გემს ჰქვია. გემი ჩაიძირა, მაგრამ გადარჩა 5 მეკობრე, რომელიც კიდევ დიდხანს ატერორებდა მშვიდობიან მოსახლეობას.
ნაციონალებს უყვარდათ სიმბოლოები
რამდენიმე ეპიზოდი ყაჩაღთა ცხოვრებიდან:
რა თქმა უნდა, შლოპანცების ადგილი კვერცხებზეა, შადრევანი იმისია, რომ ხან იქ დადგამ და ხანი იქით გადაიტან, პრომეთე-ამირანის ქანდაკებას ხან ერთგან მიაჯაჭვავ და ხან _ მეორეგან ან იმას რა ჯობს, ხიდის გახსნისას, ლენტს რომ ჭრი და რომ იცი, გათენდება თუ არა, ხიდის დანგრევას დაიწყებენ, ან იმას რა ჯობს, ქუჩაზე ქვაფენილს რომ დააგებ, მერე აყრი, ასფალტს გადააგებ, ის ასფალტი მალევე აიყრება, ისევ დააგებ, ისევ აიყრება... მაგრამ ყველაზე მაგარი გრძნობა ის არის, ჯერ ახლადგახსნილ აეროპორტს ქარი სახურავს რომ გადახდის და მერე ახლადგახსნილ პარლამენტში წყალი რომ ჩამოვა! რა სჯობს იმის ცქერას, როგორ ასხამს სოფლის მეურნეობის მინისტრი, პეტრე ცისკარიშვილი კანალიზაციის ორმოში მირონივით ღვინოს! რა ჯობს ჰოლანდიელი რძლის მშობლებისთვის აგარაკის აშენებას! როგორი სასიამოვნო მოსასმენია, როცა განათლების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი, სკოლების დირექტორებს მათი გადახსნილი ვენებიდან სისხლის დალევას პირდება და რა ტკბილია, როცა მინისტრები და მათი მოადგილეები ფარული მიყურადების აპარატებით დარბიან.
ო, რა ტკბილი ხარ, ჩემი სამშობლოს ცხრაწლიანო რეალობავ!
ო, რა რომანტიულია, იდგე აშშ-ს ყველაზე მაღალ მწვერვალზე, სახელი, რომლისაც არს აკონკაგუა, გერქვას გია-პადოშა, გვარად იყო თორთლაძე და ამაყი თრთოლვით იქიდან ითხოვდე ოკუპირებულის დეოკუპაციას.
ტკბილი, რომანტიული ეპოქისდროინდელი მედიის ერთი, მცირე ნაწილი ბოროტად ხაოდა:
„ჭოპორტში ერთი პატარა ხელოვნური წყალსაცავია, რომელიც სასმელი წყლის ბუნებრივ ფილტრაციას ახდენს. თბილისის მოსახლეობა სასმელი წყლით სწორედ ამ მაგისტრალიდან მარაგდება. ამ ტერიტორიაზე თიბვა და ფეხის დადგმაც კი აკრძალულია. პარლამენტარ ბესო ჯუღელის სახლი კი სოფელ ჭოპორტში სწორედ აკრძალულ ზონაში მდებარეობს. ჯუღელმა სახლი შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს აიშენა. ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემდეგ კი ჯუღელის მეზობლად ორი სახლი აშენდა, რომელთაგან ერთი პრეზიდენტ სააკაშვილის ბიძას _ თემურ ალასანიას, ხოლო მეორე პირველი ლედის, სანდრა რულოვსის, მშობლებს ეკუთვნით. აღნიშნული სახლები სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა ააშენა, მას შემდეგ, რაც ჯუღელის სახლის კანონიერების საკითხზე უკვე არსებობდა დავა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯუღელმა სანამ სააკაშვილს „გაუნაწყენდებოდა“ და იტალიაში გაიქცეოდა, ძირძველი ქართული სოფლის სახელწოდება ჭოპორტი ძველმოდურად მიიჩნია და „მშვენიერა“ უწოდა“.
„დილით დამირეკეს მეც და ყველა ჟურნალისტსაც და გვთხოვეს, გამგეობის წინ შევკრებილიყავით, არ ვიცოდით, სად მივყავდით, პეტრე ცისკარიშვილი სულ რამდენიმე დღის გადაყვანილი იყო მინისტრის მოადგილედ. მოკლედ, ეს ხელისუფლების წარმომადგენლები რაღაც ჯგუფი ჩვენთან ერთად შეცვივდა `ბადაგონის~ ღვინის ქარხანაში. სასოწარკვეთილი თანამშრომლები კივიან, არ შეიძლება ასე სიარული, რა ხდებაო? ამათ დაიწყეს კასრებს შორის სიარული, არ ვიცი, ეძებდნენ თუ არა დანიშნულ კასრს მაგრამ, რაც მე ვნახე, იქ არ ყოფილა არავითარი არც ექსპერტის დასკვნა, არც ვინმე, ვინც ღვინის სინჯს შეამოწმებდა, ერთ კასრიდან მოუშვეს ღვინო და ოპერატორები სანამ კადრებს იღებდნენ, ღვრიდნენ კანალიზაციაში... მაგრამ ეს იყო, იცი, რა ღვინო? _ უმაღლესი ხარისხის საფერავი, მახსოვს, ჟურნალისტებს ისე შეგვეცოდა გადასაღვრელად, რომ ჭიქით ვიღებდით“.
დიტო გელოვანი

back to top