„შვილებმა სასამართლოზე არც კი შემომხედეს, შეაზიზღეს ჩემი თავი, მე ხომ მათთვის არაფერი დამიშავებია?!“- სკანდალური ინტერვიუ მამასთან, რომლის შვილიც ბაბუას გაუპატიურებაში ადანაშაულებს

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვერსიააგრძელებს შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი საზარელი დანაშაულის ფაქტის გამოძიებას - შეგახსენებთ, რომ 13 წლის გოგონა 53 წლის პაპას გაუპატიურებაში ადანაშაულებს და ჩვენებაში აცხადებს, მამის მამა მასზე სისტემატურად ძალადობდა. „ვერსიამამ საქმეზე ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში არაერთი სტატია მოამზადა და კვლავ ვაგრძელებთ ამ სკანდალური ამბის გამოძიებას. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საქმის განხილვა სასამართლოში უკვე რამდენიმე თვეა, გრძელდება. იმის გასარკვევად, თუ რა სიახლე გამოიკვეთა საქმეში, „ვერსია“ სავარაუდო დაზარალებული მამას დაუკავშირდა. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს:

მამა აცხადებს, რომ მოზარდი, რომელიც ბაბუას გაუპატიურებაში ადანაშაულებს, სასამართლო სხდომაზე გამოსაკითხად პირველად დაესწრო:

 „დავიწყოთ იქიდან, რომ სასამართლო სხდომაზე მოიყვანეს ბავშვი დასაკითხად. დაკითხეს ჩემი ორი შვილი და ჩემი ყოფილი მეუღლე, დაკითხვაზე ისე იყვნენ „დატრენინგებულები“, რომ ფაქტობრივად, პროკურორის სიტყვებს იმეორებდნენ. ჩემი შვილი, რომელიც აქამდე შემხვდა და მეუბნებოდა, რომ თითიც არ ჰქონდა დაკარებული, ახლა ამბობს, არ ვიცოდი მაშინ და ეგრე არ მითქვამსო.

 როდესაც ექსპერტიზა ჩაუტარდა, მაშინ შევხვდი და მითხრა ყველაფერი. ვკითხე, მამა, რა მოხდა ექსპერტიზაზე -მეთქი, მომერიდა, პირდაპირ მეკითხა, იყო თუ არა გაუპატიურებული, მაგრამ თვითონვე მითხრა მაშინ, არა, მამა, ქალიშვილი ვარო, თითიც არ მაქვს დაკარებულიო, სიტყვა-სიტყვით ასე მითხრა. 

ბოლო სასამართლოზე კი სხვა ჩვენება მისცა და ამბობს, არ ვიცი, ვარ თუ არა გაუპატიურებულიო. ჩემი მეორე შვილი ამბობს, რომ ერთხელ დავინახე, ცრემლიანი გამოვიდა ჩემს ოთახშიო, თუმცა, არ ამბობს, რომ ბაბუამ ზემოქმედება მოახდინა. ბავშვი (სავარაუდო დაზარალებული/რედ) ამბობს, წინააღმდეგობას ვუწვედიო, აქამდე არც ერთ ჩვენაბაში არ უთქვამს მსგავსი რამ. როდესაც მიმყავდა, არასდროს გაუპროტესტებია ბაბუასთან მისვლა. ყოფილა შემთხვევა, რომ მეორე შვილი, ტყუპისცალი, არ წამოსულა და ეს ყოველთვის მოდიოდა, ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ პროტესტი არასდროს გამოუხატავს და მოწყენა არასდროს შემინიშნავს. ბავშვის ექსპერტიზის დასკვნა მოწმობს, რომ თითი არ აქვს დაკარებული.

 ყველაზე სასაცილო ის არის, რომ დედამისს ჰკითხეს, ეს ამბავი რომ გაიგო, ორი დღე რამ გააჩერა? იმ წუთშივე რატომ არ დარეკა პოლიციაში? - ამაზე ამბობს, რომ შოკში იყო. ამდენი დღე დასჭირდა შოკიდან გამოსასვლელად და თურმე, ბავშვისგან აიღო ნებართვა, ჰკითხა, ეჩივლა თუ არა ბაბუასთვის, რომელიც მას თურმე აუპატიურებდა. ანუ ბავშვს რომ უარი ეთქვა, არ იცის თურმე, როგორ მოიქცეოდა! ეს ხომ საშინელებაა?! 13 წლის ბავშვისგან აიღო ნებართვა და ფიქრობდა ეჩივლა თუ არა! თუ მართლა გააუპატიურა ბავშვი... „თუ“-ს იმიტომ ვამბობ, რომ ნამდვილად კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ, რადგან რა ჩვენებაც არის, წერტილ-მძიმით გადაკოპირებულია. ამ საქმეში ძალიან ბევრი ტყუილია და რა შეიძლება, ახლა დავიჯერო?! პროკურორი ცდილობდა, ადვოკატს ბავშვისთვის კითხვა არ დაესვა და ამ ბავშვს სიმართლე არ ეთქვა. იმიტომ, რომ ყველა და არა მარტო ბავშვი, „დატრენინგებული“ ჰყავდათ. თუნდაც მასწავლებელი, რომელიც აქამდე სხვა რამეს ამბობდა, ახლა სხვა რამეს ამბობს. ეს მასწავლებელი აქამდე სად იყო? რატომ შეცვალა ჩვენება?! მე აუცილებლად ვუჩივლებ ამ მასწავლებელს. ასეთი ადამიანი არ უნდა იყოს ბავშვებთან.“

მოზარდის მამა განმარტავს, რომ ოჯახი ბრალდებულის თავდებით გამოშვებას ითხოვდა:

„ჩვენ გვინდოდა, თავდებით გამოეშვათ მამაჩემი, სანამ სასამართლოში განხილვის პროცესი დამთავრდებოდა, მაგრამ გვითხრეს, შეიძლება გამოძიებაზე ზემოქმედება მოახდინოსო, მაგრამ საქმეში წერია, რომ მამაჩემი წინააღმდეგობის გარეშე გაჰყვა დაკავების დროს პოლიციელებს.“

 მოზარდის მამა აცხადებს, რომ ყოფილ მეუღლესთან და შვილებთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია სასამართლოზე:

 „შვილები ისე შემოვიდნენ სასამართლოზე, ზედ არ შემომხედეს, იმდენად არიან „დატრენინგებულები“, იმდენად შეაზიზღეს ჩემი თავი, მე ხომ მათთვის არაფერი დამიშავებია?! ერთ-ერთი ყველაზე უცნაური დეტალი ის არის, რომ თურმე დედამ ჩემი ადვოკატისგან გაიგო, რომ ბავშვი გაუპატიურებული არ არის. თვეების მერე გაიგო, მანამდე არც კი დაინტერესებულა, არც პროკურატურაში, არც პოლიციაში, რომ ეკითხა ექსპერტიზის პასუხი თავის შვილზე, იყო თუ არა გაუპატიურებული. მე იქვე ვკითხე, რა თმქა უნდა, მაინტერესებდა ჩემი შვილის ამბავი, მე იქვე გავიგე ბავშვის პასუხი და ეს ქალბატონი აცხადებს, რომ თვეების მერე არც კი მოუკითხავს, ბავშვი იყო თუ არა გაუპატიურებული. ჩემი ადვოკატისგან ერთ-ერთი ტელევიზიით გაიგო თურმე, რომ ბავშვი არ იყო გაუპატიურებული... მიზეზად კი აცხადებს, რომ, როდესაც პროკურატურა ჩათვლიდა საჭიროდ, მაშინ გაიგებდა, დაელოდა, ამას თვითონ აცხადებს დაკითხვის დროს!  ეს ხომ დედა არ არის, ამას დედობის უფლება საერთოდ უნდა ჩამოერთვას...!“

 

ავტორი-სალომე ნოზაძე