რა წერია ადვოკატის მიერ ომბუდსმენთან გაგზავნილ ანგარიშში - ექსკლუზივი შიდა ქართლში მომხდარ გაუპატიურების საქმეზე

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი:სალომე ნოზაძე

ვერსიააგრძელებს შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი საზარელი დანაშაულის ფაქტის გამოძიებას - შეგახსენებთ, რომ 13 წლის  გოგონა 53 წლის პაპას გაუპატიურებაში ადანაშაულებს და ჩვენებაში აცხადებს, მამის მამა მასზე სისტემატურად ძალადობდა. ჩვენ ამ თემაზე არაერთი სტატია გამოვაქვეყნეთ და კვლავ ვაგრძელებთ ამ სკანდალური ამბის გამოძიებას. ბრალდებულის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიმართა, რათა ამ საქმით დაინტერესდეს. თოდუამ აღნიშნული ანგარიში „ვერსიას“ ექსკლუზიურად გადასცა და მის გამოქვეყნებაზე თანხმობა განაცხადა. გადავწყვიტეთ, ეს წერილი უცვლელი ფორმით გაგაცნოთ. იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში ფიგურირებს არასრულწლოვანი და აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე სასამართლოშიც დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, წერილში აღნიშნული ყველა სახელი და გვარი მოცემულია მხოლოდ ინიციალებით. სხვა მხრივ სტილი დაცულია:

 „საქართველოს სახალხო დამცველს ქალბატონ ნინო ლომჯარიას

განცხადება

(შშმ პირის სამართლიანი სასამართლო უფლების დარღვევის შესახებ)

ფაქტების აღწერა

  1. 2021 წლის 12 ოქტომბერს, შიდა ქართლის ერთ-ერთმა რაიონულმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა გ.მ-ს (იგი მეორე ჯგუფის ინვალიდია, საზარდულთან ამპუტირებული აქვს მარჯვენა ფეხი და 1996 წლიდან გადაადგილდება ყავარჯნებით) სსკ 137, 138,139 და 141-ე მუხლების შესაბამისი პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის. კერძოდ, მას ბრალი დაედო მისი არასრულწლოვანი შვილიშვილის თ. მ.-ის სისტემატიურ გაუპატიურებასა და სხვადასხვა ხასიათის სქესობრივ დანაშაულებში (დანართები 1, 2).
  2. 2021 წლის 11 ოქტომბერს, გამოიკითხა არასრულწლოვანი თ.მ-ს ბიოლოგიური დედა, რომელმაც განაცხადა, რომ იგი 10 ოქტომბერს, საღამოს 18:30 საათზე, როდესაც მის სამ ქალიშვილთან ერთად იმყოფებოდა სახლში, გადაწყვიტა არასრულწლოვანი ქალიშვილებისათვის გაეცნო თუ რა იყო ძალადობა, ვინ შეიძლება იყოს მსხვერპლი. მოძალადე და ა.შ. როდესაც დაამთავრა მან საუბარი, მისმა 12 წლის ქალიშვილმა, მას მოუთხრო, რომ მასზე 5 წელზე მეტია ძალადობს პაპამისი გ.მ ამ ინფორმაციის მიღების მეორე დღეს, დაახლოებით დღის 14 საათისთვის, დედამ პოლიციაში განაცხადა. დაიწყო გამოძიება. დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა (დანართები 3, 4).
  3. 2021 წლის 11 ოქტომბერს, მოწმის სახით გამოიკითხა თ.მ, რომელმაც გამოძიებას განუცხადა, რომ პაპამისი, გ.მ 8-დან 10 წლის ასაკამდე მასზე ძალადობდა სხვადასხვა ხასიათის სქესობრივად. ასეთ გარემოებად დაასახელა 30-40 ფაქტი, ხოლო როდესაც გახდა 10 წლის და უკვე იყო როგორც ქალი, პაპამ მის საშოში ჯერ თითით, ხოლო შემდეგ კი სასქესო ორგანოს მოთავსებით 50-60-ჯერ დაამყარა სქესობრივი კავშირი. 2020 წლის სექტემბრის თვეში, პაპა ეცადა მასთან ორალური გზით სქესობრივ კავშირს, მაგრამ იგი გამოიქცა და ამის შემდეგ პაპასთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია.

არასრულწლოვანმა ზემოაღწერილი ჩვენება მისცა გამოძიებას ბებიისა და სოციალური მუშაკის თანდასწრებით (დანართი 5).

  1. 2021 წლის 12 ოქტომბერს 16:10 საათზე, დაზარალებული წარდგენილ იქნა ქ. გორში ფსიქოლოგ თ.გ კაბინეტში, სადაც იგი უკვე ფსიქოლოგისა და ბებიის თანდასწრებით კიდევ ერთხელ გამოკითხა იგივე გამომძიებელმა. დაზარალებულის ამ დღით დათარიღებული ჩვენება წინადღით მიცემული ჩვენების იდენტურია, როგორც სიტყვათა წყობით, ასევე გადმოცემის ტექნიკით, გრამატიკული შეცდომებით და სხვა მახასიათებლებით. ანუ, ფაქტობრივად, თ. მ. წინადღეს დაფიქსირებული ჩვენება გადაკოპირებულია და მას მხოლოდ ხელი მოაწერეს დამსწრეებმა გამოკითხვიდან 65 წუთში (დანართი 6).
  2. 2021 წლის 14 ოქტომბერს, შიდა ქართლის ერთ-ერთი რაიონული სასამართლოს მოსამართლე ზ.რ.-მ წსს დღედ განსაზღვრა 45 დღე და მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ იდო დაზარალებულის გაუპატიურების ფაქტის დამადასტურებელი საექსპერტო კვლევა, მაინც მიიჩნია, რომ დაზარალებული გაუპატიურებულია და ბრალდებულს შეუფარდა პატიმრობა (დანართი 7).
  3. 2021 წლის 16 ოქტომბერს, გავასაჩივრე შიდა ქართლის ერთ-ერთი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. საჩივარში აღინიშნა, რომ ობიექტური დამკვირვებლისათვის საფუძვლიანი ეჭვის არანაირი ნიშანსახე არ იყო საქმეში ერწმუნა, რომ ბრალდებულმა ნამდვილად ჩაიდინა გაუპატიურება და სხვა სქესობრივი სახის დანაშაული (დანართი 8).
  4. 2021 წლის 21 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე გ.მ-მ საერთოდ არ იმსჯელა საჩივარში დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებაზე და მხოლოდ ფორმალური განჩინების შევსებით შემოიფარგლა და საჩივარი მიიჩნია დაუშვებლად (დანართი 9).
  5. 2021 წლის 18 ოქტომბერს, ბრალდების წინაშე დავაყენე შუამდგომლობა ბრალდებულისაგან ამოღებულ მობილურ ტელეფონზე კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნა (შესამოწმებლად დაზარალებულის ჩვენებისა, სადაც იგი აცხადებდა, რომ პაპა მას აიძულებდა მისი კუთვნილ ტელეფონზე სხვადასხვა გარყვნილი ვიდეოების ყურებას) და დაზარალებულის ჩვენების მთლიანობაში შემოწმების თვალსაზრისით დაზარალებულზე ფსიქოლოგიური კვლევის ჩატარება კითხვებით თუ რამდენად სწორად აღიქვამს, იმახსოვრებს და შეუძლია გადმოცემა ნანახისა და განცდილის (დანართი 10).
  6. 2021 წლის 21 ოქტომბერს, ბრალდებამ დანიშნა ბრალდებულის მობილურ ტელეფონზე შესაბამისი კვლევა, ხოლო დაზარალებულის ფსიქოლოგიურ ექსპერტირებაზე უარი განაცხადა უსაფუძვლობის მოტივით (დანართი 11).
  7. 2021 წლის 26 ოქტომბერს, ბრალდებას დავუყენე შუამდგომლობა დაზარალებულის, დაზარალებულის დედისა და მისი უფროსი დისაგან მობილური ტელეფონების ამოღება და მასზე კომპიუტერულ ტექნიკური ექსპერტიზების დანიშვნა (ლეგიტიმურ კითხვაზე პასუხის გასაცემად, თუ საიდან შეიძლებოდა ჰქონოდა 12 წლის მოზარდს ასეთი სრულყოფილი ინფორმაციები სექსზე და სხვადასხვა სქესობრივ ურთიერთობებზე (თუ, რა თქმა უნდა, 11 და 12 ოქტომბრის ჩვენებები ნამდვილად მას ეკუთვნის). ბრალდებამ უარი განაცხადა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის მოტივით (დანართები 12, 13).
  8. 2021 წლის 27 ოქტომბერს, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ ვექტორის მიერ გაიცა სასამართლო სამედიცინო დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ ბრალდებულს სისხლში ტესტოსტერონის ოდენობა დასაშვებ ნორმაზე ნაკლები აქვს, განიცდის იმპოტენციას და სქესობრივი შეუღლებას უნარმოკლებულია (დანართი 14).
  9. დამოუკიდებელი საექსპერტო კვლევის შედეგების შესახებ ჩემ მიერ გამოკითხულმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ განმარტა, რომ ბრალდებულის შეუღლების უუნარობის ხანდაზმულობა უნდა იყოს რამდენიმე წელი. ამავე საკითხზე გამოკითხულმა ბრალდებულის ყოფილმა მეუღლემ, ლ.კ-მ დაცვას განუმარტა, რომ ბრალდებული სქესობრივ იმპოტენციას განიცდის დაახლეობით 2008 წლიდან, იგი უარს აცხადებდა მკურნალობაზე. ამ ნიადაგზე ოჯახში იყო მუდმივი კონფლიქტი, რის გამოც იგი განქორწინდა მასთან და სხვა ოჯახი შექმნა (დანართები 15 და 16).
  10. 2021 წლის 29 ოქტომბერს, შიდა ქართლის ერთ-ერთ რაიონულ სასამართლოს მივმართე შუამდგომლობით ახალ არსებით გარემოებაზე დაყრდნობით შეეცვალა ბრალდებულისადმი შეფარდებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით. ახალ არსებით გარემოებად დასახელდა დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ ბრალდებულს არ შეეძლო გაუპატიურების, როგორც აქტის და როგორც ეს დაზარალებულის ჩვენებაში აღწერილის, ჩადენა სრული იმპოტენციის გამო. შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება კი, რომლის გაუქმებასაც ვითხოვდი სწორედ ამ უმძიმესი დანაშაულის შესახებ გაუპატიურების შესახებ ინფორმაციის გაზიარების საფუძველზე იქნა „დადგენილი“ (დანართი 17).
  11. 2021 წლის 30 ოქტომბერს, შიდა ქართლის ერთ-ერთ სასამართლოს მოსამართლე ლ. ბ-მ საერთოდ არ იმსჯელა ახალ არსებით გარემოებაზე, გამოავლინა სრული უვიცობა, არაკომპეტენტურობა საექსპერტო კვლევით დადგენილ გარემოებაში და იმპოტენციის პირობებშიც კი გაუპატიურება დასაშვებად მიიჩნია (დანართი 18).
  12. 2021 წლის 01 ნოემბერს, მოსამართლის სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება გავასაჩივრე სააპელაციო სასამართლოში. საჩივარი დასაბუთდა იმ გარემოებებით, რომ მოსამართლეს არ ჰქონდა ნამსჯელი ახალ არსებით გარემოებაზე და ვითხოვე დასაბუთებული, კვალიფიციური გადაწყვეტილების მიღება ზემდგომი ინსტანციის მიერ (დანართი 19).
  13. 2021 წლის 03 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ე. კ ისევ გვერდ უვლის ახალ არსებით გარემოებას და მხოლოდ ფორმალური განჩინებით შემოიფარგლა (თუმცა ერთი ფრაზა გაიმეტა მხოლოდ, როდესაც თქვა, რომ „დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოება (რომ გაუპატიურებას გამორიცხავს საექსპერტო დასკვნა. ზ. თ.) არ არის ისეთი არსებითი გარემოება, რომელიც გამორიცხავს პატიმრობის გაუქმებას“ (სრულიად ულოგიკო გამოგონებაა, თუ იმპოტენცია არ გამორიცხავს გაუპატიურებას (იმ სახით როგორსაც დაზარალებული აღგვიწერს) კიდევ რა შეიძლება იყოს მისი გამომრიცხავი (იმ ფორმით რა ფორმითაც მას დაზარალებული აღგვიწერს (დანართი 20).
  14. 2021 წლის 08 ნოემბერს, სეებ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მეცნობა, რომ დაზარალებულზე ჩატარებული საექსპერტო კვლევა დამთავრებულია და მიმდინარეობს მხოლოდ ექსპერტის დასკვნის გაფორმების პროცესი (ეს ინფორმაცია დამჭირდა იმდენად, რამდენადაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ბრალდებამ უწყის საექსპერტო კვლევის შედეგების შესახებ, რომ არავითარი საქალწულე აპკის დარღვევას ადგილი არ აქვს (ეს ინფორმაცია ექსპერტიზის დამთავრებისთანავე, იმავე დღესვე, იცოდა ბრალდებამ, რამეთუ ესწრებოდა პოლიციის წარმომადგენელიც) და იგი მიზანმიმართულად, ექსპერტებთან შეთანხმებით, აჭიანურებს ბრალდებულის საპატიმრო ვადებს (დანართი 21).
  15. 2021 წლის 12 ნოემბერს, წინა პარაგრაფში გამოთქმული ვარაუდის გამოსარიცხად, ბრალდებას ვუყენებ შუამდგომლობას სასამართლო სამედიცინო ექსპერტის მოწმის სახით გამოკითხვის შესახე და ინფორმაციის მოძიების შესახებ, თუ რატომ ჭიანურდება მის მიერ დანიშნულ ექსპერტიზაზე პასუხების გაცემა (დანართი 22).
  16. 2021 წლის 13 ნოემბერს, ბრალდება ავსებს ფორმალურ დადგენილებას ჩემ, 12 ნოემბრის (ექსპერტის გამოკითხვის შესახებ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ და უარს აცხადებს მის დაკმაყოფილებაზე (ფორმალური იმდენად, რამდენადაც დადგენილების პრეამბულაში მობილური ტელეფონების ამოღებისა და ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ საუბრობს ბრალდების წარმომადგენელი) (დანართი 23).
  17. 2021 წლის 11 ნოემბერს, ბრალდებას დავუყენე შუამდგომლობა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ვთხოვე დაზარალებული თავად ბრალდებას წარედგინა (ან უზრუნველეყო) დაცვის მიერ დანიშნულ ბავშვის ფსიქოლოგიური კვლევაზე წარმოდგენა. პროკურორმა აშკარად ვერ განასხვავა ერთმანეთისაგან ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული კვლევები და მიიჩნია რა, რომ ფსიქიატრიული კვლევაზე ბავშვის წარდგენა (მე ასეთი არ მომითხოვია) გამოიწვევდა მეორეულ ვიქტიმიზაციას, უარი განაცხადა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე (თუმცა ეს დადგენილებაც ფორმალურია, რამეთუ ამ დადგენილების პრეამბულა ისევ მობილური ტელეფონების ამოღების ექსპერტიზას ეხება) (დანართები 24, 25).
  18. 2021 წლის 14 ნოემბერს, ბრალდებას მივმართე შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოთხოვნით სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო (ბრალდებას ამ დღემდე (დღეის მდგომარეობითაც) არ გააჩნია საქმეში მტკიცებულება გაუპატიურების შესახებ და არც ექსპერტი ჰყავს გამოკითხული. ამ დროს კი ბრალდებულს ედავება არასრულწლოვანის სისტემატიურ გაუპატიურებას). ბრალდებამ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა და დადგენილება „დაასაბუთა“ შემდეგნაირად: თურმე მტკიცებულებათა ერთობლიობა იძლევა გაუპატიურების ფაქტების დასაბუთებული ვარაუდის შესაძლებლობას (ამ დროს, ვერც ერთ სხდომაზე, ვერ განმარტა თუ რას გულისხმობს „მტკიცებულებათა ერთობლიობაში“, რომელ მტკიცებულებებს მოიაზრებს ამ მცნებაში გარდა დაზარალებულის მეტად ბუნდოვანი ჩვენებისა) (დანართები 26, 27).
  19. 2021 წლის 20 ნოემბერს, საქმის გამომძიებელმა სატელეფონო საუბრით მაცნობა, რომ ბრალდება მიმართავს სასამართლოს წსს ვადის გაგრძელების მოთხოვნით. ამ შეტყობინებიდან, მეორე დღესვე, 17:15 საათზე შიდა ქართლის ერთ-ერთ რაიონულ სასამართლოს ჩავაბარე მოსაზრება ვადის გაგრძელების დაუშვებლობის შესახებ. მოსაზრება მთლიანად ემყარება ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებს. მოსაზრების შეტანიდან დაახლოებით 20-25 წუთში, როდესაც უკვე მოვემგზავრებოდი ქ. თბილისის მიმართულებით, ჩემ მობილურ ტელეფონზე დამიკავშირდა მოსამართლე ზ. რ-ს თანაშემწე და მაცნობა, რომ მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მოთხოვნა და წსს ვადა გააგრძელა 60 დღით - 2022 წლის 28 იანვრამდე. მოვითხოვე მიღებული გადაწყვეტილებისა და ბრალდების შუამდგომლობის ასლების გადმოცემა. რამდენიმე წუთში, ანუ სამუშაო დღის ამოწურვამდე, იგივე თანაშემწე მაცნობებს, რომ გადაწყვეტილებას ვერ გადმომიგზავნის სამუშაო დღის ამოწურვის გამო (ვთვლი, რომ ჩემი მოსაზრების 20-25 წუთში არა თუ გაანალიზება, არამედ მხოლოდ წაკითხვას თუ მოასწრებდა მოსამართლე). საინტერსოა, ამ ფაქტობრივ გარემოებასთან ერთობლივი ანალიზი ბრალდების დასაბუთებისა, თუ რატომ უნდა გაგრძელდეს წსს და შემდეგ საპატიმრო ღონისძიებაც. ეს დასაბუთება ჩემი მრავალგზის მოთხოვნის შემდეგ, მხოლოდ 10 დეკემბერს გადმომეცა, სადაც ვკითხულობთ, რომ წსს ვადის გაგრძელების საფუძველი ყოფილა ექსპერტიზის დასკვნების მიუღებლობა (დანართები 28 , 29, 30, 31).
  20. 2021 წლის 24 ნოემბერს, შიდა ქართლის ერთ-ერთი რაიონული სასამართლოს მოსამართლე ზ. რ-მ სრულიად უაპელაციოდ გაიზიარა ბრალდების სრულიად დაუსაბუთებელი მოთხოვნა (ძლივს მოუყარა მსჯელობას თავი ორ გვერდზე) საპატიმრო ვადის გაგრძელების შესახებ და მაქსიმუმი - 60 დღით გაუგრძელა საპატიმრო ვადა პირს, რომლის მიმართ 45 დღიანი საგამოძიებო ვადის მანძილზე ბრალდებამ ვერ მოიპოვა ვერც ერთი მტკიცებულება გაუპატიურების ან კიდევ სხვა შერაცხული ბრალის დასტურად (გარდა დაზარალებულის ძალიან ბუნდოვანი ჩვენებისა). „მოსამართლის დასაბუთებაში“ ვკითხულობთ: მოწმეებზე (ამ დროს მხოლოდ ერთადერთი მოწმე ჰყავს დაზარალებულის დედის სახით) ზემოქმედების საფრთხე, მტკიცებულებების განადგურების (ამ დროს არც ერთი მტკიცებულება არ გააჩნია) საფრთხე და მიმალვის საფრთხე (ამ დროს, ბრალდებული ცალფეხა კაცია, რომელსაც სრულიად უმწიკლო წარსული გააჩნია და ამ ვარაუდის დაშვების არანაირ საფუძველს ადგილი არ ჰქონია) (დანართი 32).
  21. 2021 წლის 25 ნოემბერს, გავასაჩივრე მიღებული გადაწყვეტილება საპატიმრო ვადის გაგრძელების შესახებ. საჩივარი დასაბუთდა ევროპული სასამართლო პრაქტიკით და მოვითხოვე სწორედ ამ პატივსადები სასამართლო გადაწყვეტილებების შესაბამისი გადაწყვეტილებაც. სააპელაციო კოლეგიას აქვე ვაცნობე, რომ საჩივარი დასაზუსტებელი იყო იმ გარემოებების გამო, რომელიც საქმის მასალების გადმოუცემლობით იყო გამოწვეული (დანართები 33, 34, 35,36).
  22. 2021 წლის 01 დეკემბერს, სააპელაციო სასამართლომ (მოსამართლე ს. პ) უარი განაცხადა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამ დროს ვერც ერთი ევროპული სასამართლო გადაწყვეტილება ვერ მოიყვანა პრეცედენტად და მხოლოდ ფორმალობით შემოიფარგლა. უარის დასაბუთებაში კი აღნიშნა, რომ გარდა გაუპატიურებისა (ე.ი გაიზიარა დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის კვლევის შედეგები ბრალდებულის სქესობრივი შეუღლების უუნარობს შესახებ. ზ.თ.) ბრალდებულს ასევე ედავებიან სხვა დანაშაულების ჩადენასაც  (აქ უდავოდ გულისხმობს სსკ 138, 139 და 141-ე მუხლებით გათვალისწინებულ სხვა სქესობრივ დანაშაულებს, მაგრამ არაფერს ამბობს თუ რა მტკიცებულებებით დასტურდება ეს „სხვა დანაშაულები“) (დანართი 37).
  23. 2021 წელის 07 დეკემბერს, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ მიერ გაიცა ფსიქოლოგიური დასკვნა ბრალდებულზე, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებული სრულიად ჯანსაღი ფსიქიკის პირია და რაიმე ნებელობითი სფეროს პათოლოგია, კერძოდ, „მიზიდულობათა დარღვევა“, რაც განაპირობებს სექსუალური ინსტიქტების გაუკუღმართებას (პედოფილია, სადიზმი, მაზოხიზმი, ფეტიშიზმი, ტრანსვეტიზმი და ა.შ) არ გამოვლინდა (დანართი 38).
  24. იმდენად, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ს. პ (ერთადერთი მოსამართლეა, ვინც ოდნავ მაინც ეჭვქვეშ დააყენა შერაცხული ბრალი გაუპატიურების ბრალდებით, მაგრამ ბოლომდე არ ეყო გამბედაობა) ვადის გაგრძელება დასაშვებად მიიჩნია სხვა სახის სქესობრივი დანაშაულების ჩადენისათვის (იხ. #25). 2021 წლის 07 დეკემბრის საექსპერტო ფსიქოლოგიური დასკვნა მთლიანად გამორიცხავს როგორც არასრულწლოვანის გაუპატიურებას პაპის მხრიდან, არამედ იგივე პაპის მხრიდან რაიმე გაუკუღმართებულ მოთხოვნილებასაც. სწორედ ამ გარემოებებზე დაყრდნობით, 2021 წლის 08 დეკემბერს, მივმართე შიდა ქართლის ერთ-ერთ რაიონულ სასამართლოს მოთხოვნით - პატიმრობის გაუქმება ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე. აქვე მოვითხოვე, საჩივარი გადაეცათ ისეთი მოსამართლისათვის, რომელიც კარგად ერკვევა სქესობრივი იმპოტენციის თეორიულ ან თუნდაც პრაქტიკულ საკითხებში (დანართი 39).
  25. 2021 წლის 08 დეკემბერს, შიდა ქართლის ერთ-ერთ რაიონულმა სასამართლოს ჩემი მოთხოვნის კრიტერიუმების დამაკმაყოფილებელ მოსამართლედ მოსამართლე ნ. გ-მ მიიჩნია და ამ უკანასკნელმა ისევ აუარა გვერდი დაცვის მხარის მიერ წარდგენილ ყველა საექსპერტო დასკვნას და ამჟამად „დასაბუთების“ საშუალებად სტანდარტული ტექსტი მოიშველია „თანახმად სსკ 13-ე მუხლისა არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“ და რომ „დაცვის მიერ წარმოდგენილი დასკვნები გამოკვლეულ უნდა იქნას არსებითი განხილვის დროს, რის შემდეგ უნდა მიეცეს სათანადო შეფასება საქმის სხვა მასალებთან ერთად“. საინტერსოა, რომ მოსამართლემ აქაც აუარა გვერდი ყველა ევროპულ სტანდარტს და ბრალდების ქვეშევრდომი კანტორის ფუნქცია შეასრულა (სხვაგვარად ვერ გავიგებთ - თუ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნია, რატომ უნდა იყოს, მით უფრო, შშმ პირი პატიმრობაში ჯერ არარსებული მტკიცებულების საფუძველზე მხოლოდ დაზარალებულის მეტად ბუნდოვანი და ერთადერთი ჩვენების საფუძველზე) (დანართი 40).
  26. 2021 წლის 10 დეკემბერს, სააპელაციო წესით გავასაჩივრე მოსამართლე ნ.გ-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მოვითხოვე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შემთხვევაში დასაბუთებული, ევროპული სტანდარტის, ევროპული სასამართლოს პრაქტიკით გამყარებული გადაწყვეტილების მიღება (საჩივარზე გადაწყვეტილება ჯერ ჯერობით არ არის მიღებული) (დანართი 41).
  27. შიდა ქართლის ერთ-ერთ რაიონში არსებულმა საჯარო სკოლამ, სადაც 5 წელზე მეტია სწავლობს დაზარალებული, გასცა დახასიათებები ამ მოსწავლეზე, რის შემდეგ დაცვის მიერ გამოიკითხა სამი მასწავლებელი, რომლებმაც იგი დაახასიათეს დადებითად, საშუალოზე მაღალი მოსწრების მოსწავლედ, მთელი 5 წლის მანძილზე მისთვის არ შეუნიშნავთ რაიმე შფოთვის ნიშნები, რომ შეენიშნათ აუცილებლად გააკეთებდნენ შესაბამის რეაგირებას (დანართები 42, 43,44, 45).
  28. 2021 წლის 06 დეკემბერს, შესაბამისი განცხადებით მივმართე სეებ ექსპერტიზის ბიუროს, რომლითაც მოვითხოვე დაზარალებულ თ. მ-ს დასკვნის გაუცემლობის მიზეზების განმარტება და კვლევის ჩამტარებელი ექსპერტიზის ვინაობის მოწოდება მისი შემდგომი გამოკითხვის მიზნით ჩემ მიერ (თუ ასეთი შესაძლებლობა მომეცემა და გამოვკითხავ კვლევის ჩამტარებელ ექსპერტს, ფაქტობრივად მორჩება სპეკულირება საექსპერტო კვლევების ყბადაღებული პოზიციების შესახებ). დღემდე არ მეძლევა ამ ინფორმაციაზე პასუხი - სეებ-ი პასუხის გასაცემად ამ „ურთულეს საკითხზე ითხოვს 10 დღიან ვადას) (დანართი 46).

ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზი

უდავოა, რომ:

ბრალდებული, როგორც შშმ პირი სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებით იქნა დაკავებული და მის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე იქნა გამოყენებული (დაკავების დღისათვის, ბრალდებას საქმეში გააჩნდა მხოლოდ დაზარალებულის ორი (ფაქტობრივად კოპირებული) ჩვენება და მუხედავად იმისა, რომ ფლობდა ინფორმაციას სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის კვლევის შედეგების შესახებ დაზარალებულის საქალწულე აპკის მთლიანობის თაობაზე;

რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მიერ არ იქნა გაზიარებული ახალი არსებითი გარემოებები, რომლითაც უტყუარად დასტურდება ფაქტობრივი გარემოება, რომ ბრალდებულს მისი ჯანმთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეეძლო ჩაედინა სსკ 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რამეთუ დაზარალებულის ჩვენების გაზიარება ამ ნაწილში, რომ პაპის სასქესო ორგანო იყო მყარი, რომელიც მან შემდეგ მოათავსა მის საშოში, რის შემდეგ იგრძნო სისველე და შემდეგ  თუ როგორ მიმართა მოძალადე პაპამ ჰიგიენას, არის სრულიად წინააღმდეგობრივი ბრალდებულის ტესტოსტერონის მდგომარეობასთან, რამეთუ ამ ოდენობის ტესტოსტერონი გამორიცხავს სექსუალრ ლტოლვას და სასქესო ორგანოს რიგიდობას.  ყველა ნორმალურ ადამიანი ნორმალურად აღიქვამს მოცემულობას, რომ სასქესო ასოს რიგიდობის გარეშე მოთავსება საშოში და იმ გარემოებების აღწერა რაზედაც დაზარალებული მოგვითხრობს, სრულიად გამორიცხული და შეუძლებელია. ბრალდების ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ, როგორც რაიონულ ასევე სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეები, ეჭვქვეშ აყენებენ ამ ჭეშმარიტებას და მაინც უშვებენ. რომ გაუპატიურება შესაძლებელია ბრალდებულის მდგომარეობაშიც.  

სასამართლოების მიერ მიღებული არც ერთი გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული ევროპული გადაწყვეტილებებით.  საპირისპიროდ დაცვის მიერ დასახელებული არაერთი პრეცედენტული გადაწყვეტილებისა. მოსამართლეები, მხოლოდ შაბლონური ფორმის გადაწყვეტილებებს ღებულობენ, სადაც მიუთითებენ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე. ამ დროს საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის ბრალდების მიერ წარმოდგენილი რომლითაც შესაძლებელი იქნება ობიექტურ დამკვირვებელს გასჩენოდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ შერაცხული ბრალით გათვალისწინებული დანაშაული ნამდვილად ჩაიდინა ბრალდებულმა. პირიქით, დაცვის მიერ მოტანილი მტკიცებულებები უდავოდ ხდიან შერაცხული ბრალის მიმართ გამოთქმულ მოსაზრებას მათი დაუსაბუთებლობის შესახებ.

საექსპერტო კვლევების მიუღებლობის მოტივით წსს ვადის და მით უფრო საპატიმრო ვადის გაგრძელების პრაქტიკას არ ცნობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. მით უფრო, ამ კონკრეტულ საქმეში აშკარაა, რომ  ბრალდება არ მოქმედებს შესაბამის გულმოდგინებით და სისწრაფით, პირიქით იგი ხელ უშლის დაცვას არ მოიპოვოს მტკიცებულება საექსპერტო დაწესებულებიდან, რამეთუ ამის შემდეგ დაცვას წარმოეშობა შესაძლებლობა დამოუკიდებლად გამოკითხოს საექსპერტო კვლევის ჩამტარებელი ექსპერტი. საპროცესო კოდექსის 239-ე მუხლი საქმის განხილვის არსებით ეტაპზე მხარის მიერ დამატებითი მტკიცებულების დასაშვებობას ითვალისწინებს, თუ ექსპერტიზა წსს-მდე 5 დღით ადრე მაინც იყო დანიშნული. აქედან გამომდინარე ლოგიკური კითხვაა - რატომ აუარეს გვერდი ობიექტურმა და მიუკერძოებელმა მოსამართლეებმა ამ საპროცესო გარემოებას და რატომ მიიჩნიეს აუცილებლად ვადის გაგრძელება შშმ პირის მიმართ თანაც ვადის მაქსიმუმით.

ბრალდება უაპელაციოდ იზიარებს დაზარალებულის ჩვენებას, ხოლო როდესაც ამ ჩვენებების მიმართ დაცვის მიერ გამოითქვა დასაბუთებული რელევანტური კითხვები და მოთხოვნილ იქნა ბავშვის ფსიქოლოგიური ექსპერტირება, მან უარი განაცხადა ასეთი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და უფრო მეტიც, როდესაც დაცვამ თვითონ დანიშნა ასეთი კვალიფიციური ექსპერტიზა არ წარადგინა მოზარდი საკვლევად. აქედან გამომდინარე, საქმეშია დაზარალებულის ბუნდოვანი, ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები და ამ ჩვენებების შესამოწმებლად ბრალდება არ ატარებს ისეთ კვლევებს, რომლებითაც შესაძლებელი იქნებოდა დაზარალებულის  ჩვენების ნამდვილობის შემოწმება. ცალკე კითხვას ბადებს, დაზარალებულის გამოკთხვა 2021 წლს 11 ოქტომბერს ფსიქოლოგის მონაწილეობის გარეშე და ამით უნდა იყოს გამოწვეული მისი, მეორე დღესვე, უკვე ფსიქოლოგის კაბინეტში, ქ. გორში ჩაყვანა და იქ  გამოკითხვა ფორმალურად.

ძლიან ბევრი და ლეგიტიმური კითხვები იბადება დაზარალებულის და მისი დედის  ჩვენებებით. კერძოდ, რატომ მოუნდა დედას ერთ მშვენიერ საღამოს ბავშვებთან სექსზე, ძალადობაზე და მოძალადეებზე საუბარი, რატომ მყისიერი რეაგირება არ გააკეტა დედამ შვილის მიერ ასეთი საშინელი ამბის მიყოლისთანავე (მან ეს ინფორმაცია მიიღო 10 ოქტომბერს დაახლოებით 18:30 საათზე და მეორე დღის შუა წელამდე იყო მშვიდად და არ აკეთებდა რეაგირებას. თუ დაზარალებული მთლიანობაში მასზე ძალადობას მოითვლის 110 ფაქტს, რატომ ერთხელ მაინც არ გაუჩნდა პროტესტის გრძნობა, თუ მას სისტემატიურად აუპატიურებდა პაპა, არტომ მიდიოდა იგი ყოველგვარი პროტესტის გარეშე პაპასთან და რატომ რჩებოდა მის ოთახში მისი ტყუპისცალი დისაგან განსხვავებით, რატომ თუნდაც ერთხელ მაინც არანაირი მინიშნებით მაინც არ აგრძნობინა დედას იმ დისკომფორტის შესახებ, რასაც იგი განიცდიდა პაპასთან ყოფნის შემთხევაში, რატომ, თუნდაც მინიშნებით, ერთხელ მაინც არ უამბო მის ტყუპისცალ დას მისი უბედურების შესახებ, რატომ თუნდაც ერთხელ მაინც არ გააკეტა იგივე მამის მიმართ, მეგობარი გოგონას მიმართ, ვინმე ახლო ნათესავის მიმართ ან კლასელის მიმართ, რატომ ვერ შენიშნა ბავშვის უმძიმესი ფსიქოლოგიური მდგომარეობა დედამ, მამამ, ან კიდევ მისმა პედაგოგებმა, რომლებიც ბავშვს ახასიათებენ კომუნიკაბელურ და საშუალოზე მაღალი მოსწრების მოსწავლედ.

ამ მიზეზებით ხომ არ არის გამოწვეული პროკურორის პოზიცია მოზარდის მიმართ, როდესაც იგი მასზე არ ნიშნავს ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას, არ წარადგენს დაცვის მიერ დანიშნულ ექსპერტიზაზე, არ ატარებს ბავშვის ჩვენების შესამოწმებლად აუცილებელ საგამოძიებო მოქმედებებს  

საპატიმრო ვადა შშმ პირისადმი გაგრძელებულია ყველა, როგორც შიდასახელმწიფობრივი, ასევე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების უუხეშესი დარღვევებით. ამის დასტურია ბრალდების 2021 წლის 22 ნოემბრის შუამდგმლობის დასაბუთების ხარისხი ვადის გაგრძელების შესახებ და სასამართლოს კიდევ უფრო უსუსური და უუფლებო პოზიცია.

დასკვნა

 ბრალდებული, მეორე ჯგუფის ინვალიდი გ.მ. სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებებითაა მოთავსებული საპყრობილეში, მის მიმართ საპატიმრო ვადებიც სრულიად დაუსაბუთებლადაა გაგრძელებული, ბრალდება მიზანმიმართულად აჭიანურებს გამოძიებას და სასამართლოებზე განხორციელებული ზეწოლების შედეგად ღებულობს ყველა შუამდგომლობაზე მისთვის სასურველ შედეგებს.

მოთხოვნა

ვითხოვ ომბუდსმენის მიერ შესაბამის რეაგირებას შშმ პირის მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში.“