პრემიერის გადაწყვეტილებით, წეროვანს სამრეწველო-ეკონომიკური სტატუსი მიენიჭება - პროექტს „თუში ქოლექშენი“ განახორციელებს

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვინ არიან „თუში ქოლექშენის“ დამფუძნებლები და კიდევ რომელ კომპანიებს ფლობენ ისინი საქართველოში

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სოფელ წეროვანში სასაწყობები შენობების, საოფისე სივრცეების, სასტუმროებისა და ავტოსადგომების მშენებლობები იგეგმება. ეს გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე მიიღო. კერძოდ, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილს - სოფელ წეროვანში მდებარე 232635.00 კვ.მ. ფართობს, განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსი და სამრეწველო-ეკონომიკური სტატუსი მიენიჭება.

 

ეს სტატუსი სოფელ წეროვანის ტერიტორიას საერთაშორისო სტანდარტების „ბ“ კატეგორიის ლოგისტიკური პარკის მშენებლობის ხელშესაწყობად მიენიჭა. პროექტის თანახმად, რომელსაც შპს „თუში ქოლექშენი“ განახორციელებს, ლოგისტიკური პარკი 60 000 კვ.მ. ფართობზე მოეწყობა.

უფრო კონკრეტულად, „თუში ქოლექშენის“ პროექტი მოიცავს 6 სასაწყობე შენობას, მაგრამ ამავე ტერიტორიაზე, განთავსდება ინფრასტრუქტურა საოფისე სივრცეების, სასტუმროებისა და ავტოსადგურებისთვის.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, „ვერსიამ“ გაარკვია, რომ შპს „თუში ქოლექშენ“ 2017 წლის 27 ივნისს დაფუძნდა. კომპანიის ხელმძღვანელები და დამფუძნებლები დავით და ეკატერინე თუშიშვილები არიან, რომლებიც შპს „თუში ქოლექშენის“ 100%-იან წილს თანაბრად, 50-50%-ის ოდენობით ფლობენ.

საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, „ვერსიამ“ გაარკვია, რომ ეკატერინე და დავით თუშიშვილები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან, რომლებმაც 2008 წელს, საქართველოში დააფუძნეს შპს „ჯი დი დეველოპმენტი“. თავის დროზე, ამ კომპანიის 75%-იან წილს ფლობდა ოფშორულ ზონაში, კერძოდ, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „გროუს დეველომენტ ენდ ინვესტმენთ ელთიდი“, ხოლო 25%-ს - დავით თუშიშვილი, დირექტორი კი ეკატერინე თუშიშვილი იყო. თავის მხრივ, „გროუს დეველოპმენტ ენდ ინვესტმენთ ელთიდი“ წილებს ფლობდა შპს „გ.დ. ალკოსა“ და „ქართულ სადისტრიბუციო მარკეტინგულ კომპანიაში“.

რაც შეეხება ეკატერინე და დავით თუშიშვილებს, შპს „თუში ქოლექშენის“ გარდა, მათ სახელზე, საქართველოში კიდევ რამდენიმე კომპანიაა რეგისტრირებული, კერძოდ: შს „ინოვაციური ტექნოლოგიები“, შპს „თუში კონსეპტი“, შპს „ტერმინალი“, შპს „ვერე კაფე“.  

ირაკლი ღარიბაშვილისვე გადაწყვეტილებით, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ დედალაურში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ორ მიწის ნაკვეთზე, რომელთა ჯამური ფართობი 108.07 ჰექტარია, ყოველწლიურად, ჩაის მოიყვანენ. ამ მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანიას ეს მიწები იჯარის უფლებით, 25-წლიანი ვადით გადაეცემა სარგებლობაში.