"ისრაელზე თავდასხმა არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი" - ტრამპი

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში „ჰამასის“ მოულოდნელი თავდასხმა ისრაელის წინააღმდეგ არასდროს მოხდებოდა.

„ახლა ვინ წარმოიდგენდა ომს? ეს არასდროს მოხდებოდა მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ისრაელზე თავდასხმა არასდროს მოხდებოდა. უკრაინაზე თავდასხმა არასდროს მოხდებოდა, გამორიცხულია. რაც გუშინ მოხდა, წარმოუდგენელი იყო. ვგულისხმობ ამდენი ადამიანის დაღუპვას. რიცხვი გაცილებით დიდი იყო, ვიდრე დღეს, დილით თქვეს. ეს ძალიან დიდი რიცხვია, ძალიან, ძალიან დიდი რიცხვი და მანკიერი, ზედმეტად მანკიერი. მცირეწლოვანი ბავშვები უბრალოდ დახოცეს. საშინელებაა, რაც ხდება“, – განაცხადა ტრამპმა.

მანამდე ტრამპმა ისრაელზე თავდასხმაში პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაადანაშაულა.