ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ემზადება იმ შესაძლებლობისთვის, რომ თუ უკრაინის საგაზაფხულო კონტრშეტევა მოლოდინს არ გაამართლებს, შიდა კრიტიკოსები და საზღვარგარეთ მოკავშირეები იტყვიან, რომ ამერიკამაც ვერ გაამართლა მოლოდინები. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა POLITICO ავრცელებს
საჯაროდ, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გუნდმა ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას და პირობა დადო, რომ უზრუნველყოფს მას იარაღითა და ეკონომიკური დახმარებით. თუმცა, თუ მოახლოებული კონტრშეტევა გამოიღებს შეზღუდულ შედეგებს, ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კერძო საუბრებში გამოთქვეს შიში, რომ ორთავიანი ურჩხულის წინაშე აღმოჩნდებიან, რომელიც „ქორისა და მტრედის“ პოზიციებიდან შეუტევს.
„ერთი მხარე იტყვის, რომ უკრაინის წინსვლა ეფექტური იქნებოდა, ადმინისტრაციას ყველაფერი რომ მიეცა უკრაინისათვის, რასაც ის ითხოვდა, კერძოდ, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, გამანადგურებლები და უფრო მეტი საჰაერო თავდაცვა. მეორე მხარე კი იტყვის, რომ უკრაინის ნაკლოვანება ადასტურებს, რომ მას არ შეუძლია აიძულოს რუსეთი თავისი ტერიტორიიდან სრულად, ხოლო ევროპაში ამერიკის მოკავშირეებმა სამშვიდობო მოლაპარაკება უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლოა განიხილონ, როგორც უფრო მიმზიდველი ვარიანტი, თუ კიევი ვერ დაამტკიცებს, რომ გამარჯვება ახლოსაა“, - წერს გამოცემა.
როგორც გამოცემა წერს, ბაიდენის ადმინისტრაციის შიგნით ოფიციალური პირები ხაზს უსვამენ იმას, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გაზაფხულის კონტრშეტევა წარმატებული იყოს.
„ჩვენ თითქმის შევასრულეთ მოთხოვნები, რომელიც [უკრაინამ] დააფიქსირა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, უკრაინას იარაღი და აღჭურვილობა მივაწოდეთ“, - განაცხადა ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
„მაგრამ სტრატეგიულისაქმის რწმენა ერთია. ტაქტიკის რწმენა კი სხვაა და დახურულ კარს მიღმა ადმინისტრაცია წუხს იმაზე, თუ რისი მიღწევა შეუძლია უკრაინას“, - აღნიშნავს გამოცემა.
ეს შეშფოთება ახლახან გავრცელდა სოციალურ მედიაში პენტაგონის საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის დროს. თებერვლის დასაწყისით დათარიღებულ საიდუმლო შეფასებაში ნათქვამია, რომ უკრაინა ჩამორჩება კონტრშეტევის მიზნებს. უფრო ახალი შეფასებებით კი, უკრაინამ შესაძლოა გარკვეულ პროგრესს მიაღწიოს სამხრეთსა და აღმოსავლეთში, თუმცა ვერ გაიმეორებს გასული წლის წარმატებას.
„ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, არსებობს მოსაზრება, რომ კიევი მზად არის განიხილოს თავისი მიზნების კორექტირება და უფრო მოკრძალებული მიზანი უფრო ადვილად შეიძლება გაიყიდოს, როგორც გამარჯვება“, - წერს გამოცემა.
„ცუდი კონტრშეტევა გამოიწვევს დამატებით კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ომის შედეგი და რამდენად შეიძლება რეალურად მიღწეული იყოს გადაწყვეტა იარაღისა და დახმარების გაგზავნის გაგრძელებით“, - განაცხადა ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენელმა, კლემენტინ სტარლინგმა.
“ბაიდენის გუნდს უკრაინის წარუმატებელი კონტრშეტევის შედეგების ეშინია”-POLITICO
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი