სუში - ბიომეტრიული მონაცემებით

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამომავალი მზის ქვეყანა რომ დანარჩენ პლანეტაზე რამდენიმე ნაბიჯით წინ არის, ეს არაერთხელ დაამტკიცეს ახალი ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით. ამჯერად იაპონელებმა გადაწყვიტეს, მათი ერთ-ერთი პოპულარული კერძი - სუში დახვეწონ. შესაძლოა, ვიღაცას ფანტასტიკის სფეროდ მოეჩვენოს, მაგრამ ერთმა ადგილობრივმა სტარტაპმა წარადგინა პროექტი Sushi Singularity - რესტორანი, სადაც კლიენტებს პერსონალიზებული სუშის მირთმევა შეეძლებათ. მას მსურველის ჯანმრთელობისა და ბიომეტრიული მონაცემების შესახებ ინფორმაციის გათვალისწინებით დაამზადებენ. პროექტი ჩაფიქრებულია, როგორც რევოლუცია კვების სფეროში.

რესტორანი ყოველ კლიენტს გარანტიას მისცემს, რომ საჭმელი, რომელსაც შესთავაზებენ, მისი ორგანიზმის მოთხოვნილებას სრულად დააკმაყოფილებს და კვებითი ღირებულებებითაც შესაფერისი იქნება. საამისოდ, ტრაპეზის წინ, სტუმრებმა საკუთარი ბიოლოგიური მონაცემები უნდა ჩააბარონ. მათი შესწავლის შემდეგ სპეციალისტები პერსონალურ სუშის დაბეჭდავენ, სამგანზომილებიან პრინტერზე. საკითხავია, მოისურვებენ თუ არა კლიენტები საკუთარი ბიოლოგიური მონაცემების გამჟღავნებას იმისთვის, რომ უფრო ნოყიერი სუში მიირთვან, ვიდრე ჩვეულებრივი?! თუკი პროექტის ავტორების გეგმები განხორციელდა, რესტორანი Sushi Singularity ტოკიოში წელს გაიხსნება.