მესის ვილა დაარბიეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ეკოაქტივისტებმა ესპანეთში სახელგანთქმული ფეხბურთელის, ლიონელ მესის 11 მილიონ ევროდ შეფასებული ვილა დაარბიეს. ინციდენტი კუნძულ იბიცაზე მოხდა. მოძრაობა Futur Vegetal-ის წარმომადგენლები არგენტინელი სპორტსმენის სახლის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და შენობის ფასადი წითელი და შავი საღებავებით დასვარეს. მათ ფოტოც გადაიღეს ლოზუნგით ხელში, რომელზეც მოწოდება იყო: „დავეხმაროთ პლანეტას“. როგორც Le Parisien-ი წერს, ეკოაქტივისტებს ამ გზით, კლიმატური კრიზისის პირობებში, მდიდრების პასუხისმგებლობაზე ყურადღების მიპყრობა სურდათ.