მარილის ალერნატივა შექმნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პროდუქტები მარილის ნაკლები შემცველობით, შესაძლოა, სასარგებლოა, მაგრამ ნაკლებგემრიელია. ახლა შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს - სწავლულები აცხადებენ, რომ მათ შეძლეს მარილიანი გემოს მიღება ნამდვილი მარილის დამატების გარეშე. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ახალი ტექნოლოგიით მომზადებული პროდუქტები სასიამოვნო გემოსი იყო. ახალი ნარევი, რომელიც სტანდარტულ მარილს ცვლის, მეტწილად, კალციუმის ქლორიდისგან შედგება. ის ვაშინგტონის უნივერსიტეტის სწავლულებმა შექმნეს. მოხალისე-დეგუსტატორებს ასეთი „მარილით“ შეგემებული წყალი და ტომატის სუპი გაასინჯეს, რომელთაც მისი სასიამოვნო გემო აღნიშნეს.