Telegram-ის დამფუძნებელს ასზე მეტი შვილი ჰყავს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ცნობილი სოციალური პლატფორმის დამფუძნებელმა, პაველ დუროვმა განაცხადა, რომ ის ასზე მეტი ბავშვის ბიოლოგიური მამაა. როგორც ეს შესაძლებელიკაცისთვის, რომელსაც ცოლი არასოდეს ჰოლია და მარტო ცხოვრებას ანიჭებს უპიერატესობას“, - წერს ის საკუთარ პოსტში. დუროვი ამბობს, რომ 15 წლის განმავლობში, ის სპერმის დონორი იყო. პირველად ასეთი თხოვნით მას მეგობარმა მიმართა, რადგან მას და მის მეუღლეს შვილი არ უჩნდებოდათ. როცა მივხვდი, რომ ეს სერიოზული თხოვნა იყო, დახმარებაზე დავთანხმდი, - ამბობს ბიზნესმენი.

მოგვიანებით მას კლინიკის ხელმძღვანელმა უთხრა, რომ მსოფლიოში მაღალი ხარისხის დონორული მასალის დეფიციტია და დუროვმა გადაწყვიტა, სპერმა რეგულარულად ჩაებარებინა, რადგან ეს მის „მოქალაქეობრივ ვალად“ მიაჩნდა. მისი დონორული მასალა 12 ქვეყანაში, ასზე მეტ წყვილს დაეხმარა, მშობლები გამხდარიყვნენ. დუროვი ახლა თავისი დნმ-ის კოდის გასაჯაროვებას აპირებს, რომ ბიოლოგიურ შვილებს ერთმანეთის პოვნაში დაეხმაროს.