ლონდონში კარიბის კარნავალზე დანებით 11 ადამიანი დაჭრეს, დაკავებულია 300-ზე კანონდამრღვევი

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლონდონში 24-25 აგვისტოს გამართულ კარიბის კარნავალზე დანებით 11 ადამიანი ადამიანი დაჭრეს, კიდევ ერთს მჟავა შეასხეს. რადიოსადგურ ბიბისის ამის შესახებ პოლიციამ ორდღიანი ფესტივალის შედეგების შეჯამებისას განაცხადა.

სამი დაშავებული მდგომარეობა კრიტიკულია, მათ შორის არის 32 წლის ქალი, რომელიც კარნავალზე პატარა ბავშვით იყო მისული. ეჭვმიტანილთა დაკავების შესახებ პოლიციის ანგარიშში არაფერია ნათქვამი.

სხვადასხვა სახის ჭრილობა მიიღო 53-მა პოლიციელმა. მთლიანობაში დღესასწაულის განმავლობაში დააკავეს 330 ადამიანი. მათ ძირითადად ბრალი წაუყენეს იარაღისა და ნარკოტიკების შენახვაში, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებზე თავდასხმაში, ჩხუბსა და სექსუალიზებულ ძალადობაში.

"ჩვენ დავიღალეთ ყოველწლიურად ერთი და იგივე სიტყვების გამეორებით. ჩვენ დავიღალეთ ოჯახებისათვის იმის თქმით, რომ მათმა ახლობლებმა სერიოზული ან კიდევ უფრო უარესი დაზიანებები მიიღეს. ჩვენ დავიღალეთ კარნავალზე დანაშაულის დანახვით", - ნათქვამია ფესტივალის პირველი დღის შემდეგ გაკეთებულ პოლიციის განცხადებაში.

აფრო-კარიბული კულტურის კარნავალი, რომელსაც რასობრივი კონფლიქტების შეწყვეტის მიზნით ჩაეყარა საფუძველი, 1966 წლიდან ტარდება ლონდონის ნოტინგ-ჰილის უბანში. ის ყოველწლიურად დაახლოებით ორ მილიონ ადამიანს იზიდავს და მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ქუჩის ფესტივალად ითვლება. წლევანდელი კარნავალი ლონდონში 25-დან 26 აგვისტომდე გაიმართა.