ელექტრომობილი ხანდაზმულებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იაპონურმა კონცერნმა - Toyota-მ, ახალი ელექტრომობილი შექმნა, რომელიც სპეციალურად ასაკოვან ადამიანებზეა გათვლილი. მანქანა ორადგილიანია და მას საათში მხოლოდ 60 კილომეტრი სიჩქარის განვითარება შეუძლია. ელექტრომობილის სრული დამუხტვისას, ის მხოლოდ 100 კილომეტრს გავლის. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მანქანა მეტად კომფორტული, მოსახერხებელი და იმავდროულად, ეკონომიურიცაა, რაც მოხუცებს მის მოხმარებას გაუადვილებს. ახალი მოდელის ელექტრომობილის შეძენა ხანდაზმულ ადამიანებს უკვე მომავალი წლიდან შეეძლებათ.