სამსახურიდან წასვლის სერვისი აამოქმედეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„სამსახურიდან გათავისუფლების აგენტები“ გამოჩნდნენ ამომავალი მზის ქვეყანაში. სერვისი საინტერესოა - მენეჯერები ეხმარებიან თანამშრომლებს, სამსახურიდან სტრესისა და კონფლიქტის გარეშე წავიდნენ. ეს სპეციალისტები იცავენ მათ ზეწოლისა და მოტყუებისგან კომპანიების ხელმძღვანელობის მხრიდან, რომლებიც მათ ადგილზე დატოვებას ცდილობენ. კვალიფიციური კადრების ნაკლებობის გამო, იაპონელი დამსაქმებლები ხშირად მიმართავენ დაშინებას და იძულებას.

სამსახურიდან წასვლის მსურველი თანამშრომლები ხშირად აწყდებიან ბულინგს, ზოგჯერ მათ განცხადებას არც კი იღებენ და ხევენ. „გათავისუფლების აგენტი“ თავად ჩააბარებს განცხადებას წასვლის თაობაზე, ყურადღებას მიაქცევს ანაზღაურების საკითხს და დაიცავს კლიენტს მორალური ზეწოლისგან. ასეთი მომსახურების საფასური 25-დან 50 ათას იენამდეა (160-320 აშშ დოლარი).