პატარძალი ქორწილში დააკავეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საკუთარ ქორწილში დაკავებულ მექსიკელ პტარძალს, ნენსი როდრიგეს-გვადარამას 11.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ეჭმიტანილი მაშინ დააკავეს, როცა ის ეკლესიაში ჯვრისწერაზე შევიდა. ასე რომ, მას საქორწინო ტორტის გაჭრაც არ დასცალდა. ის მაშინვე, თეთრი საქორწინო კაბით, პროკურატურაში გადაიყვანეს. მომავალმა მეუღლემ გაქცევა მოასწრო, თუმცა მოგვიანებით, ის საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილზე 200-ზე მეტი ტყვია აღმოაჩინეს. შემთხვევა გასულ წელს მოხდა, დაკავებულ პატარძალს ბრალი ძარცვაში ედებოდა, ძალადობის გამოყენებით. როდრიგესის სასამართლო ერთი კვირის წინ შედგა. პროკურორებმა დაამტკიცეს, რომ ქალი დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრი იყო და ძარცვაში მონაწილეობდა. ოჯახის ნაცვლად, მას ახლა კოლონიაში მოუწევს ცხოვრება.